პოპულარული მომღერალი ლედი გაგა მომავალ წელს ერთ საინტერესო პროექტში მიიღებს მონაწილეობას.
საქმე ეხება კინოსტუდია „Warner Bros.“-ის ახალ პროექტს, „ჯოკერი: სიგიჟე ორზე“. ეს სურათი დღის სინათლეს მომავალი წლის 4 ოქტომბერს იხილავს. ფილმი „ჯოკრის“ პრემიერიდან ხუთი წლის შემდეგ გამოვა.
ახალი სურათი მიუზიკლი იქნება. მთავარ როლს ხოაკინ ფენიქსი შეასრულებს, ჰარლი ქვინს კი მომღერალი და მსახიობი ლედი გაგა.
ავტორი