საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საუდის არაბეთის სამეფოში ახლადდანიშნულ ელჩს − ნიკოლოზ რევაზიშვილს შეხვდა.
პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საუდის არაბეთის სამეფოსთან ურთიერთობის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ არსებული პოზიტიური დინამიკა შენარჩუნდება და გაღრმავდება, მათ შორის − ინვესტიციების, ვაჭრობისა და ეკონომიკის მიმართულებით.
ნიკოლოზ რევაზიშვილი მიმდინარე წლის სექტემბრამდე კატარის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას იკავებდა.