სარემონტო სამუშაოების დაწყებას, როგორც წესი, დიდი ვნებათა ღელვა ახლავს თან. არეულობა ჩვენში შფოთვას იწვევს. ემოციურმა ფონმა შესაძლოა დაგაბნიოს და მნიშვნელოვანი დეტალები გამოგრჩეს. მსგავსი ინციდენტების თავიდან არიდებაში ჩვენი რეკომენდაციები დაგეხმარება. გასწავლით, როგორ უნდა დაგეგმო სარემონტო სამუშაოები და აკონტროლო პროცესი, რა ფაქტორები უნდა გაითვალისწინო და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ უნდა მიაღწიო დასახულ მიზანს – მოიწყო ოცნების სახლი.
რემონტის დაგეგმვა რემონტს შეგიძლია, როგორც პროექტს მიუდგე. პროექტის წარმატებით აღსრულებაში კი გადამწყვეტი მნიშვნელობა დაგეგმვას აქვს. პირველ რიგში, დაფიქრდი, რა დროში გსურს სამუშაოების დასრულება. დაყავი პროცესი ეტაპებად. განსაზღვრე თითოეული ნაბიჯის შესასრულებლად საჭირო დროითი შუალედები. ეს შემდგომში პროცესის კონტროლში დაგეხმარება. შეძლებ, გადაამოწმო, მიჰყვება, თუ არა შენ მიერ შერჩეული მუშახელი დასახულ გეგმას. ბიუჯეტის განსაზღვრა რემონტის დაგეგმვაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ბიუჯეტს. ყველაფერი მეტწილად ხარჯებზეა დამოკიდებული, მათ შორის ისიც, რა დროში შეძლებ სამუშაოების დასრულებას. ამიტომ, სანამ რემონტს დაიწყებდე, წინასწარ გადახედე სამუშაო მასალების ფასებს, ხელობის ღირებულებას და შეადგინე საბიუჯეტო გეგმა. ამ ყველაფერში ხელოსნებთან კონსულტაცია დაგეხმარება. მათთან შეთანხმებით ჩამოწერე ყველა საჭირო იარაღისა და მასალის სია, რომელთა შეძენაც მოგიწევს და მათი ფასები. ცხადია, ყველაფრის წინასწარ გათვლა შეუძლებელია. ბიუჯეტის გეგმის შედგენისას გაუთვალისწინებელი ხარჯებიც შეგიძლია გაითვალისწინო. ამგვარად, ყველა სიურპრიზს მომზადებული შეხვდები და ნაკლები ნერვიულობა მოგელის. სანდო მუშახელის მოძიება რემონტის დროს ბევრი რამ სწორედ მუშახელზეა დამოკიდებული. ამიტომ, სანდო, პასუხისმგებლობიანი, პროფესიონალი ხელოსნების პოვნას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამისთვის დახმარება ნაცნობებს შეგიძლია სთხოვო. ისინი პირად გამოცდილებაზე მოგიყვებიან და გირჩევენ, ვის შეიძლება, ენდო. არ მოგერიდოს ხელოსნისთვის უკვე დასრულებული, წინა სამუშაოების გაზიარების თხოვნა. ეს მისი პროფესიონალიზმის შეფასებაში დაგეხმარება. მას შემდეგ, რაც საუკეთესო კანდიდატს იპოვი, ზუსტად გადაეცი საკუთარი სურვილები, რათა შემდგომში თქვენს ხედვებს შორის აცდენა არ მოხდეს. სიცხადისთვის შეგიძლია, ვიზუალური მასალაც, მაგალითად, ფოტოები გამოიყენო. სამუშაო მასალების მომარაგება იმისთვის, რომ რემონტი დროში არ გაიწელოს, მნიშვნელოვანია, სამუშაო მასალების წინასწარ მომარაგება. ზოგიერთი მათგანი დეფიციტური შეიძლება აღმოჩნდეს. დროში დათქმულ ვადებს რომ არ გადააცილო, სასურველია, თადარიგი წინასწარ დაიჭირო. მასალებისა და იარაღების შეძენამდე დარწმუნდი, რომ ფასი და ხარისხი ერთმანეთის პროპორციულია. დროის დაზოგვის მიზნით, სარემონტო და სამშენებლო მაღაზიებს შეგიძლია ელექტრონულ სივრცეშიც ესტუმრო, სადაც სწრაფად და მარტივად აარჩევ შენთვის სასურველ პროდუქციას. სარემონტო პროცესის წარმართვა სანამ ინტერიერის მოწყობაზე გადახვიდოდე, რემონტი შავი სამუშაოებით უნდა დაიწყო. იზრუნე ბუნებრივი აირის, ელექტრობისა წყალმომარაგების უზრუნველყოფაზე. კომფორტის შესაქმნელად აუცილებლად დაგჭირდება ცენტრალურ გათბობაც. წინასწარ შეიძინე ისეთი მნიშვნელოვანი ტექნიკა, როგორიცაა გათბობის ქვაბი, წყლის გამაცხელებელი, როზეტები და ა.შ. შავი სამუშაოების დასრულების შემდეგ ინტერიერის მოწყობაზე შეგიძლია გადახვიდე. იმის მიხედვით, როგორი დიზაინი გსურს, შესაბამისი ავეჯისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეხამებას შეძლებ. როგორი ატმოსფერო გსურს შენს ბინაში შექმნა? ამის მიხედვით, არჩევანი თანამედროვე, მინიმალისტურ ან კლასიკურ ინტერიერზე შეგიძლია გააკეთო. რემონტის შემდგომი დალაგება წარმოიდგინე, რომ რემონტი დასრულდა, ინტერიერში საბოლოო შტრიხები შეიტანე. სანამ ოცნების სახლში გადახვიდოდე და საბოლოო შედეგით დაიწყებდე ტკბობას, კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი ნაბიჯია დარჩენილი. რემონტის შემდგომ დალაგება საკმაოდ შრომატევადი საქმეა. სამშენებლო მტვრის აღება, ლაქების გაწმენდა, სტიკერების მოცილება ფანჯრებსა და ავეჯზე, სამშენებლო ნარჩენების გატანა – გარკვეული დრო ამ საქმესაც უნდა დაუთმო. შეჯამება სარემონტო სამუშაოების გაძღოლა მარტივი არაა, თუმცა წინასწარი დაგეგმვის, ბიუჯეტის გაწერისა და სანდო მუშახელის მოძიების შემთხვევაში, ყველაფერი უსიამოვნო სიურპრიზების გარეშე ჩაივლის. თუ ყველა ამ დეტალს გაითვალისწინებ, რემონტი საინტერესო და სასიამოვნო საქმიანობად შეიძლება იქცეს. |
Developed By Web Features 2024 © All rights reserved