ცოტა ხნის წინ, პორტუგალიაში, ქალაქ აროკას მახლობლად მსოფლიოში ყველაზე გრძელი დაკიდული საფეხმავლო ხიდი გაიხსნა.
ხიდის სიგრძე 516 მეტრია, ის მდინარე პაივას თავზე, 175 მეტრის სიმაღლეზეა გადაჭიმული.
ადგილობრივი ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ხიდი, რომლის აშენებასაც დაახლოებით 2,3 მილიონი ევრო და 2 წელი დასჭირდა, რეგიონს გამოაცოცხლებს.
ჯერჯერობით ხიდი მხოლოდ ადგილობრივებისთვისაა გახსნილი, თუმცა ძალიან მალე მის ნახვას ყველა მსურველი შეძლებს.
ავტორი