ზავის ვადის ამოწურვის შემდეგ ისრაელმა ღაზას სექტორს დაარტყა.
The Aljazeera-ს ინფორმაციით, ღაზას ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სულ მცირე 21 პალესტინელი დაიღუპა ღაზას მასშტაბით პირველი ორი საათის შემდეგ, რაც ისრაელის არმიამ განაახლა თავდასხმები.
გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელში ღაზას მახლობლად მდებარე სამ კომუნალურ მეურნეობაში სირენები გაისმა, რომლებიც აფრთხილებდნენ შემომავალი სარაკეტო სროლის შესახებ და ვარაუდობენ, რომ ჰამასმა ასევე განაახლა თავდასხმები.