მოსკოვში პოლიციამ რამდენიმე გეი კლუბი დაარბია, იტყობინება ადგილობრივი მედია, ერთი დღის შემდეგ, რაც რუსეთის უზენაესმა სასამართლომ „ლგბტ მოძრაობა“ უკანონოდ გამოაცხადა.
კლუბის სტუმრები დააკავეს და მათი პასპორტები გადაიღეს პარასკევს, გვიან ღამით, რეიდების დროს, იტყობინება Telegram არხი Ostorozhno Novosti.
ერთ-ერთმა დამსწრე არხს განუცხადა, რომ ეშინოდა, რომ მას ხანგრძლივი პატიმრობა მიესაჯებოდა.
პოლიციამ განაცხადა, რომ ისინი ნარკოტიკებს ეძებდნენ,_ თქვა “ოსტოროჟნო ნოვოსტიმ”.
მერიის წარმომადგენლები ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ.