ისრალესა და ჰამასს შორის ომი თითქმის უკვე შვიდი კვირაა გრძელდება. შვიდდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, რაც ზავის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები ვერ შედგა, მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ პაუზის დასრულებაში.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით კი, ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში, ჰამასმა გაათავისუფლა 110 მძევალი, ხოლო ისრაელის ციხეებიდან 240 პალესტინელი გათავისუფლდა.
BBC– ის ინფორმაციით, კვირას ლაურა კუენსბერგთან საუბრისას, ნეთანიაჰუს უფროსმა მრჩეველმა მარკ რეგევმა დაადანაშაულა ჰამასი იმაში, რომ არ შეასრულა „საკუთარი ვალდებულება, გაათავისუფლოს მეტი პატიმარი იმ სიაში, რომელზეც ისინი შეთანხმდნენ“.
”ასე რომ, ღაზას მოსახლეობამ, თუ მათ აქვთ პრეტენზია, იციან, ვისკენ უნდა გაიშვიონ თითი”, – თქვა მან.
ამის შემდეგ, კუენსბერგმა თქვა, რომ მოლაპარაკებებთან დაახლოებულმა პალესტინელმა ოფიციალურმა პირმა BBC-ს განსხვავებული ანგარიში მისცა და თქვა, რომ ჰამასმა გააკეთა წინადადებები ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივებაზე შეთანხმების მიღწევის შესახებ, პოტენციურად მეტი სამოქალაქო მძევლის გადაცემის შესახებ.