ყაჩაღობა 90-იანი წლების სტილში – სამეგრელოში ყველის გასაყიდად მიმავალი ცოლ-ქმარი, პრაქტიკულად, გაიტაცეს, სცემეს, მობილურები წაართვეს და ტყეში გაკოჭილი დატოვეს. შუახნის ქალს და მამაკაცს თავს სამი შეიარაღებული ნიღბიანი დაესხა. დამნაშავეები ვერ იჯერებდნენ, რომ ადგილობრივებს თანხა არ ჰქონდათ, ამიტომ მანქანის სავარძლები დაჭრესს და ფულს იქ ეძებდნენ.
ყაჩაღობა აბაშაში მოხდა. თავდამსხმელები ნიღბებით იყვნენ, ამიტომ მათი პოვნა ვერ ხერხდება. სამართალდამცველები დამნაშავეების კვალზე გასვლას ანაბეჭდებით აპირებენ. საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა იმ მიკროავტობუსში, სადაც ცოლ-ქმარი რამდენიმე სააათი გაკოჭილი იყო.
წყარო: tvpirveli