ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-ამდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, 12 დაშავებული მოლაშქრე სავადმყოფოშია გადაყვანილი.
გავრცელებული ინფორმაციით, მარაფში ხშირი ვულკანური ამოფრქვევები დღეების განმავლობაში აფერხებდა სამაშველო სამუშაოებს.
აჰმად რიფანდიმ, მარაპის მონიტორინგის განყოფილების ხელმძღვანელმა AFP-ს განუცხადა, რომ მხოლოდ სამშაბათს ხუთი ამოფრქვევა დაფიქსირდა.
“მარაპი ჯერ კიდევ ძალიან აქტიურია. ჩვენ ვერ ვხედავთ სვეტის სიმაღლეს, რადგან ის ღრუბლებით არის დაფარული”, – თქვა მან.