იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციამ „სერია A“-ს 2022-2023 წლების სეზონის ლაუერატების წარდგენა მოაწყო. გალადაჯილდოება მილანში გაიმართა, სადაც გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდნენ.
საუკეთესო ფეხბურთელად ვიქტორ ოსიმენი დაასახელა.
სეზონის სიმბოლურ ნაკრები და ნომინაციების გამარჯვებულების სია:
მეკარე: მაიკ მენიო (მილანი)
მცველები: ჯოვანი დი ლორენცო (ნაპოლი), კიმ მინ-ჯე (ნაპოლი), ალესანდრო ბასტონი (ინტერი), ტეო ერნანდესი (მილანი)
ნახევარმცველები: ჰაკან ჩალჰანოღლუ (ინტერი), სტანისლავ ლობოტკა (ნაპოლი), ნიკოლო ბარელა (ინტერი)
თავდამსხმელები: რაფაელ ლეაუ (მილანი), ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი)
წლის საუკეთესო მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი
წლის საუკეთესო გუნდი: „ნაპოლი“
სეზონის საუკეთესო მსაჯი: დანიელე ორსატო
წლის საუკეთესო გოლი: ხვიჩა კვარაცხელია „ატალანტასთან“
ლეგენდის ჯილდო: ჯანლუიჯი ბუფონი
„სერია A“-ს გასული სეზონის საუკეთესო გოლის ავტორი ხვიჩა კვარაცხელიაა.
„მადლობა ყველას, ვინც ხმა მომცა. სხვა ნომინირებული გოლებიც ლამაზი იყო. ასეთი გოლის გატანა თავიდან განზრახული არ მქონდა, მხოლოდ მოგვიანებით გავაცნობიერე, როგორი ლამაზი გოლი გამომივიდა“. – განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.
ქართველს სეზონის საუკეთესო გოლის ჯილდო ფაბიო კუალიარელამ გადასცა.
„პარმას“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ენრიკო ფედელემ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია გუნდმა უკეთ უნდა გამოიყენოს და ის ენერგიას დაცვაში ჩასვლის გამო არ უნდა ხარჯავდეს.
„იუვენტუსის“ დამარცხება უსარგებლო მედალია. მე არ ვარ ანტი-იუვენტინო, მიუხედავად იმისა, რომ არ მიყვარს „იუვენტუსი“, პირიქით – ის ყოველთვის იყო ჩემი მეტოქე, მაგრამ მათი დამარცხებით დაკმაყოფილება და შემდეგ ჩემპიონატში მეოთხე ან მეხუთე ადგილზე გასვლა, ჩემი შეხედულებით უნიკალური პროვინციალიზმია.
კვარა უნდა შეიცვალოს მატჩის დროს? ცხადია – არა. კარგად ვერ თამაშობს, მაგრამ გუნდში მისი შემცვლელიც არ არის. ჩემი აზრით, ის მოედანზე ოცი მეტრით წინ უნდა გამოიყენონ, უკან სირბილი რომ არ მოუწიოს. ხანდახან ჯიუტდება, მაგრამ იმ მცირერიცხოვანთა შორისაა, ვინც კარისკენ ურტყამს, ამიტომ მოქმედების დიაპაზონი უფრო წინ უნდა ჰქონდეს“. – აღნიშნა ფედელემ.
„ნაპოლი“ მომდევნო მატჩს 8 დეკემბერს, სწორედ „იუვენტუსთან“ ჩაატარებს.
„ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი კი სავარაუდოდ, ესპანეთის სამეფო თასის მეორე ეტაპზე, „აროსას“ წინააღმდეგ არ ითამაშებს.
იმის გათვალისწინებით, რომ მეტოქე სუსტია და თასზე ხაუმე თამაშობს მიმდინარე სეზონში, სავარაუდოდ, გიორგი ამ შეხვედრაში დაისვენებს.
ცხადია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ გიორგის პოზიციას „ვალენსიაში“ წყალი შეუდგება. „ლა ლიგის“ უახლოეს ტურში ქართველი ისევ ძირითად შემადგენლობაში იქნება.
გამოცემა „The Times“-ის მტკიცებით, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე „ადიდასის“ მაღალტექნოლოგიურ ბურთებს გამოიყენებენ.
ბურთი აღჭურვილი იქნება მიკროჩიპით, რომელიც დაადგენს, მოხვდა თუ არა საგოლე შეტევის დროს ფეხბურთელს ბურთი ხელზე. ეს სისტემა იმუშავებს კიდურების თვალთვალის ტექნოლოგიასთან ერთად, რაც საშუალებას იძლევა რეალურ დროში შეიქმნას მოთამაშეების 3D ვიზუალური სურათები.
მიკროჩიპი ასევე ჩაწერს ბურთის დარტყმის ზუსტ დროს, რაც მსაჯებს დაეხმარება დაადგინონ, იყო თუ არა თამაშგარე.
ევრო 2024 გერმანიაში 2023 წლის 14 ივნისიდან 14 ივნისის ჩათვლით გაიმართება. მატჩები 10 ქალაქში ჩატარდება. ფინალურ ტურნირში 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.
ავტორი