მე რატომ მწერენ ხოლმე, მელია თუ ხაბეო, მაინც ვერ ვხვდები…
იქითაც არიან ადამიანები, რომლებსაც პატივს ვცემ და აქეთაც…
მაგრამ არის ერთი უცნაური საკითხი, რომელსაც რატომღაც ყურადღებას არ აქცევენ…
დღეს ქვეყანაში არ არსებობს არც ერთი პარტია, რომელიც ქოცებს არჩევნებში მოუგებს.
ეს უნდა მოხდეს ერთიანობით.
ერთიანობის ეპიცენტრი უნდა ყოფილიყო განახლებული ენმ, რომელიც შეძლებდა ყველა სხვა პარტიასთან ჯანსაღ ურთიერთობას და სანამ ამის მცდელობა იყო, ხმების რაოდენობაც იზრდებოდა…
ძველი ოდიოზური სახეები უნდა წასულიყვნენ…
ერთადერთი, ვინც წავიდა, არის ბაჩო ახალაია, რადგან მთელი ჭუჭყის მიუხედავად, რომელიც მას აწმინდეს, ღირსებით სჯობია ყველას – ერთად აღებულს…
ვანო და კეზერაშვილი სირაქლემებივით არიან, თითქოს მარტო თვითონ იციან, რამხელა წვლილი აქვთ ამ ქაოსში…
აქ არიან, მოკლედ…
ლევანი, ჩემი პატივისცემის მიუხედავად, ვერასდროს გახდებოდა თავმჯდომარე, რომ არა მათი სრულიად გასაგები თამაში…
მიშას ვერც ერთი თავმჯდომარე ვერ გაათავისუფლებს და ვერც ერთი პარტია.
ამიტომ ტყუილად ამუნათებთ ხან პეტრეს და ხან პავლეს.
ერთიანობის და კონსოლიდაციის პერსპექტივა ჰქონდა მარტო მელიას…
კი ლანძღავთ დილიდან დაღამებამდე, მაგრამ იქნებ გადაგეხედათ, ვინ არიან მის გვერდით?
რაოდენობას არ ვგულისხმობ…
ენმ-ისტების კატეგორიას დააკვირდით…
და მერე დაფიქრდით, რატომ დარჩა არაფორმალურ თავმჯდომარედ ბევრისთვის, მიშას და ხაბეს პირობებშიც კი…
რით არის ეს განპირობებული?
ასე უნდა და ამოიჩემა?
ეგრე არ ხდება…
იქნებ ასე უნდათ ადამიანებს, რომლებიც მას აღიარებენ ლიდერად?
და რატომ აღიარებენ მას და არა მის მოწინააღმდეგე…
მოდით, სიმართლეს შევხედოთ თვალებში…
ვანოს და კეზერაშვილს?
მელია არ არის მეგალომანიაკი…
მელია ამას ახირების გამო არ აკეთებს…
მელია არ არის უღირსი ადამიანი, იმის მიუხედავად, რომ დილიდან დაღამებამდე ათასგვარ უბედურებას აწმენდენ…
ხო, და მთავარიც ესაა:
მელია არ არის უღირსი კაცი!
და მორჩა!
მელია არ არის უღირსი კაცი!
და მორჩა! _ წერს სოციალურ ქსელში “შეაჩერე კორუფციას” თანადამფუძნებელი, ქეთევან ენუქიძე.