დღესდღეობით გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემებს ხშირად ვხვდებით არ მხოლოდ ხანდაზმულებში, არამედ ახალგაზრდებშიც კი, რაც ცხოვრების თანამედროვე სტილის შედეგია. არაჯანსაღი საკვები პროდუქტები, ცუდი ეკოლოგიური პირობები, ძილის უკმარისობა, მავნე ჩვევები – ძალიან მცირე ჩამონათვალი იმ ფაქტორებისა, რომლებიც გულის დაავადებებს პროვოცირებს.
თუ სერიოზული გართულებების თავიდან არიდება გსურთ, რეგულარულად უნდა მიიღოთ პროფილაქტიკური ზომები. გულის კუნთის გასაძლიერებლად და სისხლძარღვების გასაწმენდად საკმარისია, შეიტანოთ გარკვეული ცვლილებები თქვენს კვებაში. თუ ყოველდღიურ რაციონს დღევანდელ ჩვენს სტატიაში წარმოდგენილი ამ 20 პროდუქტით გაამდიდრებთ, თქვენი გულ-სისხლძრღვთა სისტემა საათივით გამართულად იმუშავებს და თავიდან აირიდებთ არაერთ სერიოზულ პრობლემას.
სასარგებლო პროდუქტები ჩვენი გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის
ორაგული
ფორთოხლის წვენი
ფორთოხლის ნატურალური წვენი საკმაოდ ძლიერი ბუნებრივი ანტიოქსიდანტია. ის ძალიან კარგად წმენდს სისხლძარღვებს, ამცირებს წნევას და გვამარაგებს სასარგებლო ვიტამინებით.
ყავა
გაგიკვირდებათ, თუმცა არაერთი სამეცნიერო კვლევით დამტკიცებულია ყავის სასარგებლო გავლენა ჩვენს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. დღეში 2-4 ფინჯანი არომატული სასმელი სასარგებლოს ისახება გულის მუშაობაზე. რა თქმა უნდა, საუბარია ნატურალურ, მაღალხარისხიან ყავაზე.
თხილეული
სასარგებლო ცხიმებით მდიდარი თხილეული მნიშვნელოვნად ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს სისხლში, აძლიერებს სახსრებს, აუმჯობესებს მეხსიერებას და აქვს სასარგებლო გავლენა გულის მუშაობაზე. ნიგოზი და ნუში განსაკუთრებით სასარგებლოა ჩვენი სისხლძარღვებისთვის.
ხურმა
სტერინებით მდიდარი ხურმა ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს სისხლში, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია გულ-სისხლძარღვთა სისტემის გამართული მუშაობისთვის.
კურკუმა
ეს სწორედ ის სანელებელია, რომელიც წარმოუდგენლად დიდი პოპულარობით სარგებლობს ინდურ სამზარეულოში, თანაც არა მხოლოდ საოცარი არომატის, არამედ სასარგებლო თვისებების გამო. კურკუმა ძალიან ძლიერი ანთების საწინააღმდეგო თვისებებით გამოირჩევა და მას აქვს დადებითი გავლენა ჩვენს სისხლძარღვებზე.
მწვანე ჩაი
მწვანე ჩაი ერთდროულად გვამშვიდებს და გვავსებს ძალიან დიდი ენერგიით. ანტიოქსიდანტებით მდიდარი ეს სასმელი ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს სისხლში და აძლიერებს მეტაბოლიზმს.
საზამთრო
როგორ მოგეხსენებათ, საზამთრო არაჩვეულებრივად წმენდს მთელ სხეულს და მას აქვს ძალიან დადებითი გავლენა ჩვენს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. მიირთვით რაც შეიძლება მეტი ნატურალური საზამთრო!