2-თვიანი ძებნის შემდეგ, პოლონეთში, ქალაქ ლოძის პოლიციამ 25 წლის ქართველი დააკავა, რომელიც, შურისძიების მიზნით, მანქანით ღამის კლუბში შევარდა.
პოლონური მედიის ცნობით, შემთხვევა 2023 წლის 21 სექტემბერს მოხდა. 25 წლის კაცი ერთ-ერთი კლუბიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს, რამდენიმე წუთის შემდეგ კი ის კლუბის ტერიტორიაზე მანქანით მივიდა და კლუბის შესასვლელ კარს რამდენჯერმე შეეჯახა. შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
ზარალის საერთო ღირებულება 12 402,86 აშშ დოლარად შეფასდა. გარდა ამისა, დაზიანდა იქვე გაჩერებული ორი მანქანა. დაკავებულს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.