ამერიკელი კინოვარსკვლავი მაიკლ დუგლასი ვაჟს ქემერონს ვარსკვლავურ საღამოებზე ნარკოტიკების (მარიხუანას) დარიგებას აიძულებდა. გამოცემა „Mirror“ ამის შესახებ ქემერონ დუგლასის წიგნზე „გრძელი გზა შინისკენ“ დაყრდნობით წერს.
ქემერონი ამბობს რომ მხოლოდ ახლა გაიაზრა თუ რა დავალებას აძლევდა მამა.
„მამა ხშირად მაწვდიდა შეფუთვას და მეუბნებოდა ეს ამ ძიას წაუღე. როცა გავიზარდე და დავეხეტებოდი კომპლექსის ტერიტორიაზე იმაზე მეტი გაიგე ვიდრე საჭირო იყო. აღმოვაჩინე, რომ ლამაზი და მდიდარი ხალხი აკეთებდა იმას, პრინციპში რაც უნდა ეკეთებინა“, – წერს ქემერონი.
გამოცემა წერს, რომ მაიკლ დუგლასს ვაჟთან ყოველთვის დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა.
ქემერონ დუგლასი ადრე ნარკოდამოკიდებულებისგან იტანჯებოდა. ის მეტამფიტამინს მოიხმარდა და ციხეში ჰეროინის შენახვის გამო 7 წელი გაატარა.
ავტორი