პრესტიჟული „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების მორიგი ცერემონიალი 2024 წლის 7 იანვარს, ლოს-ანჯელესში გაიმართება.
რამდენიმე დღის წინ, ამერიკულ მასმედიაში ამ ღონისძიების ნომინანტთა სია გამოქვეყნდა.
ფავორიტთა ნუსხაში ორი სურათი „ბარბი“ და „ოპენჰაიმერი“ ლიდერობს. პირველი ცხრა, მეორე კი რვა ნომინაციაზეა წარდგენილი.
შვიდ ნომინაციაში იბრძოლებს მარტინ სკორსეზეს ახალი ფილმი „ყვავილის მთვარის მკვლელები“.
„ოქროს გლობუსის“ სავარაუდო გამარჯვების მსურველ მსახიობებს შორის ემა სტოუნი, ლეონარდო დი კაპრიო, კილიან მერფი და დევაინ ჯოი რენდოლფი არიან.
ავტორი