ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში 8 სექტემბრის სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის დაიწყო კომპენსაციების ჩარიცხვა.
პრემიერ -მინისტრის გადაწყვეტილებით სტიქიის დროს დაზარალებული ოჯახები, რომლებიც გეოლოგების დასკვნის საფუძველზე განსახლებას ექვემდებარებიან, ფულად კომპენსაციას – 50 000 და 30 000 ლარის ოდენობით მიღებენ. მხარის რწმუნებული გიორგი ურუშაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ თალაკვაძესთან და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე სარიშვილთან ერთად დაზარალებულ მოქალაქეებს შეხვდა. |
Developed By Web Features 2024 © All rights reserved