უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სანქციები დააწესა იმ პირებისა და კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინის ინტერესებს აზიანებენ.
სანქცირებულთა სიაშია 43 პირი და 119 კომპანია. უკრაინული მედიის ცნობით, სიაში რუსეთის მოქალაქეებთან ერთად მოხვდნენ კვიპროსის, უკრაინისა და ლატვიის მოქალაქეები.
სანქცირებულთ სიაშია კომპანია “ავტოდელ გაზ”, რომელიც ოკუპირებულ ყირიმში ოპერირებს. სანქცირებულ კომპანიებს უკრაინის ტერიტორიაზე დაებლოკებათ აქტივები, შეუჩერდებათ სავაჭრო ოპერაციები და რესურსების ტრანზიტი ქვეყნის გავლით, ასევე გაუუქმდებათ ლიცენზიები.