ძლიერმა ქარმა და წვიმამ კახეთში პრობლემები შექმნა.
ყვარლის მუნიციპალიტეტში სტიქიამ 18 საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა. ქარმა მოგლიჯა ხეები და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა.
როგორც ყვარელის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ამ ეტაპზე, ქალაქის ნაწილში აღდგენილია ელექტრო ენერგიის მიწოდება. მერიის ყველა შესაბამისი სამსახური და ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ, მოხდა გზების გაწმენდა.