რამდენიმე დღის წინ, ქალაქ ბათუმში რესპუბლიკური ფესტივალ-კონკურსი „ოქროს ფანტელი“ გაიმართა. სადაც საქართველოს მასშტაბით 30 ქორეოგრაფიული ანსამბლი მონაწილეობდა.
კონკურსის დასასრულს ორ კატეგორიაში გამოვლინდნენ გამარჯვებულები. ერთ-ერთ კატეგორიაში პირველი ადგილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის და ახალგაზრდობის ცენტრთან არსებულმა ანსამბლმა ,,აისმა“ (ქორეოგრაფი თამთა ჯაფარიძე) დაიკავა.
ანსამბლი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი სოფელ შემოქმედში წლებია შეიქმნა და არაერთი კონკურსის გამარჯვებულია.