გვიან ღამით თბილისში, ვაზისუბანში ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მოკლული სამხედროა.
სავარაუდო დამნაშავე სამართალდამცავებმა ცხელ კვლაზე დააკავეს. უცნობია რა გახდა მკვლელობის მიზეზი. ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები გვიანობამდე მუშაობდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.