ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება გრძელდება. ხიდისთავი-ჭაჭიეთის დამაკავშირებელი გზისა და ხიდისთავისა და წიფნაგვარას დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა. ჯამურად ბეტონის საფარი დაიგო 1,3 კმ-ზე. პროექტის ღირებულება 359 012 ლარია, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა. ხიდისთავში მოქმედი “საშუალაჰესის” თანამონაწილეობით, ასევე, ასფალტობეტონის საფარი დაიგო ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე. თანადაფინანსებული პროექტის ღირებულებამ 75 000 ლარი შეადგინა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შარაშიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად მოინახულა. |
Developed By Web Features 2024 © All rights reserved