Developed By Web Features 2024 © All rights reserved
საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ გუგუთიდან ერთ კილომეტრში მოხდა.
მისი სიმძლავრე 4 მაგნიტუდა იყო.
ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 3 იანვარს, 23 საათსა და 40 წუთზე დაფიქსირდა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved