ნიუკასლის უნივერსიტეტის მეცნიერთა დასკვნით, ნაბახუსევზე საუკეთესო საუზმე არის ბეკონი კვერცხით. ამის მიზეზი ამ კერძში ცილის მაღალი კონცეტრაცია. ცილები იშლება ამინომჟავებად, რაც ხელს უწყობს ღვიძლიდან ტოქსინების გამოდევნას. თავად ალკოჰოლი ორგანიზმში ამინომჟავების დონეს ამცირებს.
ნიუკასლის უნივერსიტეტის თანამშრომლები გვირჩევენ სპირტიანი სასმელის შემდეგ ნახშირწყლებით მდიდარი საკვების, პირველ რიგში პურ-პუნთუშეულის, მიღებისაგან თავი შევიკავოთ.
მეცნიერები მძიმე საღამოს შემდეგ საუზმეზე ასევე გვირჩევენ მცირე რაოდენობით ფუნთუშას პომიდვრით, მოხარშულ კვერცხს და ნაკლებცხიმიან ყველს. ცილების შესანიშნავ წყაროს წარმოადგენს ასევე არაქისის კარაქი.
რაც შეეხება ვეგეტარიანელებს მათთვის რეკომენდირებულია სოკო ყველით და ლობიოთი. ამ კერძს მოუხდება ისპანახიც. ვეგეტარიანელებს საუზმეზე ასევე ურჩევენ კენრკოვანებს და უცხიმო იოგურტს, ხოლო გახუხული პური ჯემით ორგანიზმს შაქრის აუცილებელი რაოდენობით მოამარაგებს.
ასეთია ნიუკასლელი მეცნიერების საუზმის მენიუ ნაბახუსევთათვის.
ავტორი