„ასე შევხვდით ორი წლის შემდეგ პირველ იანვარს, მე აქ, შენ იქ… ბევრი გისაყვედურე, უბრძოლველად რატომ წახვედი და დამტოვე-თქო…
ისევ უხმოდ, გულში ჩავიკალი ჩემი ტკივილი, ზეცას ავხედე, ვიცოდი, რომ იქვე ახლოს იყავი, ჩემთან და ჩემი ფიქრები გესმოდა, შვილების მფარველობა და მათი ჯანმრთელობა გთხოვე …
ახლა კი ისევ 5 იანვარი თენდება, ტკივილით სავსე დღე, ნეტა, ეს დღე არ ყოფილიყო… მომენატრე,“ – წერს ნიკა ქაცარიძის მეუღლე, ნინო ბერიძე სოციალურ ქსელში.
ინფორმაციისთვის, რუსთაველის თეატრის მსახიობი, ნიკა ქაცარიძე 2022 წლის 5 იანვარს 43 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. მსახიობს მეუღლე და ორი შვილი დარჩა.