შობის დღესასწაულზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ტრადიციული საშობაო ,,ალილო“ გაიმართა. მსვლელობას, რომელიც ოზურგეთის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, მოადგილესთან ზაზა შოშიტაიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეუერთდა და მათ საშობაო ნობათი გადასცა.
მსვლელობისას ალილოს მონაწილეებმა ტრადიციულად საჩუქრები და ტკბილეული შეაგროვეს, რაც შემდგომში მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს და სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს გადაეცემა. საქართველოში ,,ალილოს” მივიწყებული ტრადიცია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით აღდგა და ყოველწლიურად იმართება. |
Developed By Web Features 2024 © All rights reserved