https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპმა შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა

    კაია კალასი: დონბასი პუტინის საბოლოო მიზანი არ არის

    სკოლის ავტობუსი ხევში გადავარდა, 17 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა (უცხოეთი)

    მედია – მოსკოვზე დრონებით შეტევა განხორციელდა, დედაქალაქში აფეთქებების ხმები ისმოდა

    ტერაქტი ავსტრალიაში – ჰანუქას აღნიშვნის დროს ორმა პირმა ცეცხლი გახსნა

    რეჯეფ თაიფ ერდოღანი – რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობა შორს არ არის

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპმა შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა

    კაია კალასი: დონბასი პუტინის საბოლოო მიზანი არ არის

    სკოლის ავტობუსი ხევში გადავარდა, 17 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა (უცხოეთი)

    მედია – მოსკოვზე დრონებით შეტევა განხორციელდა, დედაქალაქში აფეთქებების ხმები ისმოდა

    ტერაქტი ავსტრალიაში – ჰანუქას აღნიშვნის დროს ორმა პირმა ცეცხლი გახსნა

    რეჯეფ თაიფ ერდოღანი – რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობა შორს არ არის

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ბიზნესმენ არსენ კუტალაძის დაღუპვიდან 5 წლის შემდეგ ოჯახი სიმართლის დადგენას მოითხოვს

17:23; 9.01.2024
სამართალი
Share on FacebookShare on TwitterEmail

რესტორან „ურმულის“ პირვანდელი მფლობელის, ბიზნესმენ არსენ კუტალაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმე კვლავ გამოუძიებელია და არ არსებობს ერთმნიშვნელოვანი მტკიცება, რომელიც პასუხს გასცემდა 5 წლის წინ, 2019 წლის 9 იანვარს ბიზნესმენის დაღუპვის არსებული ვერსიის დამაჯერებლობას – ჯერ კიდევ, არაერთი გარემოების შესწავლის შედეგად, დასადგენია, არსენ კუტალაძის სხეულში ნარკოტიკული ნივთიერება ნების საწინააღმდეგოდ აღმოჩნდა თუ ადგილი ჰქონდა ორგანიზებულ მკვლელობას და არა – უბედურ შემთხვევას. აღნიშნულის შესახებ განცხადებას ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ და არსენ კუტალაძის ოჯახი ავრცელებს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, საქმე ეხება სარესტორნო, მოძრავი ტექნიკისა და დისტრიბუციის სფეროში ცნობილი ბიზნესმენის არსენ კუტალაძის გარდაცვალებას და იმ გარემოებების შესწავლას, რომელიც ჭეშმარიტების დადგენის კუთხით მნიშვნელობას იძენს.

“2019 წლის 9 იანვარს, ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის დეპარტამენტის მე-4 განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანის მე-9 კმ.-ზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურ „რომპეტროლის“ ტერიტორიაზე არსენ კუტალაძის გარდაცვალების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ბიზნესმენი გარდაცვლილი ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების შედეგად იპოვეს, მაგრამ ოჯახი და საქმის ქართველი და უცხოელი სპეციალისტები დასახელებული პირველადი ვერსიის დამაჯერებლობას გამორიცხავენ. არსენ კუტალაძე სახლს ტოვებს დილით, მიემგზვარება შეხვედრაზე, დღის განმავლობაში მასთან კონტაქტი არ ხერხდება, იგი არ პასუხობს შემავალ ზარებს, საღამოს კი სამუშაო ფართში გარდაცვლილი ხდება. საქმის მასალებით დგინდება, რომ არსენ კუტალაძე ბიზნესიდან რეგისტრირებული და არარეგისტრირებული წილებიდან გასვლას და სამშენებლო სფეროში საქმიანობის გაგრძელებას აპირებდა. შესაბამისად, პარტნიორების წინაშე იდგა კუთვნილი წილის კომპენსაციის გადახდის საკითხი, რაც მილიონს აღემატება. შესაბამისად, არ გამოირიცხება ბიზნესმენის დაღუპვა სხვა ფაქტორებით ყოფილიყო შესრულებული, რასაც არც გამოძიება გამორიცხავს, საქმეზე დაისმის პარტნიორებს შორის ურთიერთობის შესწავლაზე შესაბამისი კითხვები და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, არსენ კუტალაძე დაიღუპა ნარკოტიკული საშუალების ზედოზირებით, რომელიც ეფუძნება ორ გარემოებას – გარდაცვალების ადგილის დათვალიერებას და გარდაცვლილის ოჯახის წევრების, ბიზნესს-პარტნიორების, ხშირ შემთხვევაში, არაპირდაპირ და ირიბ ახსნა-განმარტებებს. თითქოსდა გამოძიების დაწყების მომენტიდანვე გადაწყვეტილი იქნა საკითხი, რომ არსენ კუტალაძე ზედოზირებით დაიღუპა, ამას ყველა საუბრობდა მაშინ, როცა დანიშნული ექსპერტიზის პასუხი ჯერ ისევ ცნობილი არ იყო.

აქტიური კვლევის, გამოკვეთილი სარწმუნო გარემოებების, საქმესთან შემხებლობაში მყოფი ადამიანების ახსნა-განმარტებებით, დადგენილი უდავო გარემოებების ერთობლიობით ცხადი ხდება, რომ არსენ კუტალაძის გარდაცვალება შესაძლოა კარგად დაგეგმილი ორგანიზებული დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს, რომელიც შესრულებული იქნა ყველაზე მძიმე და სათაკილო საფუძვლების შექმნით – ნარკოტიკული საშუალების გადაჭარბებული დოზის მოხმარებით გამოწვეული სიკვდილით.

გარდაცვლილის სხეულში აღმოჩენილი იქნა 1915 მგ. მეთადონი, რაც ჩვეულებრივ ვითარებაში, 8-ჯერ აღემატება დაშვებულ დოზას და დაუყოვნებლივ იწვევს ფატალურ შედეგს. ვინაიდან გამოძიება მუშაობს თვითმკვლელობამდე მიყვანის გარემოებების შესწავლაზე, არსებობს არაერთი წინააღმდეგობრივი ფაქტი, სისხლის სამართლის საქმე შეწყვეტილი არ არის. კერძოდ, მოწმეთა ჩვენებებში ნახსენებია ნემსი, რომლითაც არსენ კუტალაძის სხეულში, სავარაუდოდ მოხდა ინექციის გაკეთება, მაგრამ მტკიცებულების სახით იგი მოძიებული და საქმეზე დამაგრებული არ არის. ეს ერთ-ერთი მთავარი გარემოებაა, ვინაიდან აღნიშნულ ნივთზე ბიოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნით შესაძლებელი გახდებოდა იმის დადგენა, თუ ვის ჰქონდა შემხებლობა ნივთთან. დადგენილი არ არის, თუ რა ტევადობის ე.წ. „შპრიცთან“ გვაქვს საქმე და შესაძლებელი იქნებოდა თუ არა მასში მოთავსებული ყოფილიყო იმ რაოდენობის ნარკოტიკული საშუალება, რაც სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაშია აღწერილი. დადგენილია, რომ არსენ კუტალაძის გვამს აღენიშნებოდა ნაჩხვლეტები მხრის და გულმკერდის არეში. აღნიშნული ფაქტის ერთდროულობა მიუთითებს, რომ არსენ კუტალაძეს თავისი ნების შესაბამისად არ მოუხდენია ნარკოტიკული საშუალების მიღება. ამდენად, თუ რა მოხდა 2019 წლის 9 იანვრის დილიდან, ვიდრე არსენ კუტალაძეს საღამოს გარდაცვლილს იპოვიდნენ, სისხლის სამართლის საქმეზე შემდგომი ახალი დასკვნების საფუძველი უნდა გახდეს. შესაბამისად, გარდაცვალების ადგილის მხოლოდ ფორმალური დათვალიერება, შეუძლებელია გამოდგეს იმ მტკიცების საფუძვლად, რომ არსენ კუტალაძემ თავისი ნების შესაბამისად მოიხმარა სხეულში აღმოჩენილი 1915 მგ. მეთადონი.

ამდენად, წარმოდგენილი საქმის მთლიანი ანალიზი ცხადყოფს, რომ არსენ კუტალაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმე გამოუძიებელია და ღია კითხვებს აჩენს. მნიშვნელოვანია, გამოძიება წარიმართოს ობიექტურად, უნდა მოხდეს საქმეში მონაწილე ყველა მოწმის ხელახალი გამოკითხვა იმ კუთხით, რომ დადგინდეს შემთხვევის დღეს მათი გადაადგილების და მოქმედების გეგმა. ასევე კონტაქტები, შესაბამისი ანძების მითითებით, ამოღებულ უნდა იქნეს მათ მობილურ ტელეფონებზე განხორციელებული შემავალ/გამავალი ზარების ნუსხა, უნდა დაისვას კითხვები შემთხვევის ადგილზე არსებული ნივთმტკიცებების დაკარგვასთან თუ განადგურებასთან დაკავშირებითაც. მოწმეთა მიერ მიღებული ჩვენებების სანდოობასთან დაკავშირებით, უნდა ჩატარდეს ყველა შესაბამისი საგამოძიებო ექსპერტიმენტი.

ოჯახი სახელმწიფოს შესაბამისი სტრუქტურებიდან, ბოლო 5 წელია კანონიერ გადაწყვეტილებას და სამართლებრივ პასუხისმგებლობას ელოდება, რაც საგამოძიებო უწყების და სასამართლოების სათანადო ნების არარსებობის პირობებში, ვერ განხორციელდება. ამასთან, სულ უფრო ცხადი ხდება, რომ ბიზნესმენის წარმოჩენა ნარკოდამოკიდებულ პირად მთლიანობაში ემსახურება მიზანს, რომ დაუსაბუთებელი, დაუმტკიცებელი მითითებებით შეიქმნას ნეგატიური აზრი მისი პიროვნების შესახებ, სასამართლო თუ საგამოძიებო ორგანოები წინსწრებად ანტაგონოსტურად განეწყონ ჭეშმარიტების დადგენის მიმართულებით და საზოგადოდ წარმოაჩნდეს, რომ არსენ კუტალაძე მართლაც გახლდათ ნარკოდამოკიდებული, სჩადიოდა მორალურად გასაკიცხ ქმედებას, არ გააჩნდა საქმიანი რეპუტაცია და თითქოსდა არ შეიძლებოდა მისი ნდობა ან წესიერების მაგალითად ჩვენება. ოჯახმა ამ ფაქტის საწინააღმდეგოდ, არაერთი მტკიცებულება მოიპოვა.

არსენ კუტალაძე ეწეოდა მრავალმხრივ ბიზნეს-საქმიანობას. კერძოდ, 2011 წლის 13 აპრილიდან გახლდათ დაფუძნებული შპს „ამდ“-ს დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი, რომლის სახელზეც რეგისტრირებულია რესტორანი „ურმული“. 2013 წლის 29 მაისიდან გახლდათ დაფუძნებული შპს „LTD.NAN“-ის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი, რომელიც ბაზარზე წარმოდგენილი იყო მძიმე ტექნიკის გაქირავებით ცნობილი კომპანია. იმავდროულად, არსენ კუტალაძე არარეგისტრირებულ წილს ფლობდა 2005 წლის 28 სექტემბერს დაფუძნებულ შპს „კ.მ.კ % კომპანია“-ში, 2006 წლის 2 მაისს დაფუძნებულ შპს „რადამოტორს“-სა და 2017 წლის 15 სექტემბერს დაფუძნებულ შპს „ა. მ. ტრანს“-ში. დასახელებულ კომპანიებში არსენ კუტალაძის კუთვნილ წილზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით, ამჟამად, თბილისის სასამართლოში მიმდინარეობს საქმისწარმოება, ისევე, როგორც სასამართლოში დავა გრძელდება ბიზნესმენის გარდაცვალების შემდეგ აღმოჩენილ ფაქტზე – რესტორან „ურმულის“ ძმისა და ბიზნეს-პარტნიორის – მერაბ კუტალაძის და საცხოვრებელი სახლის – ძმისშვილის სახელზე მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებებით გადაფორმების ბათილად ცნობაზე.

არსენ კუტალაძეს გააჩნდა მრავალმხრივი ურთიერთობა საქმიან წრეებთან, ბიზნეს-კომპანიებთან, მაღალი ნდობისა და პასუხისმგებლობის პირობებში, სხვადასხვა ობიექტზე ასრულებდა ხელისუფლების სხვადასხვა რგოლის დაკვეთებსა და მომსახურებებს. მას აღიარებდნენ და პატივს სცემდნენ, როგორც საიმედო პარტნიორსა და კეთილსინდისიერ ბიზნესმენს. მას იცნობდნენ არამხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში, სადაც ზემოთ დასახელებული კომპანიების საქმიანობა ხორციელდებოდა, ბიზნესს-ურთიერთობები ყალიბდებოდა და რეპუტაცია იქმნებოდა. მის სახელს უკავშირდება ქ. თბილისში თემქაზე, მე-3 მკ/რ-ში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის აშენებაში მონაწილეობის მიღება, ქ. თბილისში ს. ჩიქოვანის ქუჩაზე მდებარე, ინფექციური საავადმყოფოს ეზოში მდებარე, წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის აშენებაში მონაწილეობის მიღება. მშობლიურ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემოხეთში ტაძრის მშენებლობა (აგება).

2015 წლის 13 ივნისის თბილისის წყალდიდობის დროს, არსენ კუტალაძე პირველი ბიზნესმენი იყო, რომელმაც მძიმე ტექნიკის სრული პარკი შპს „რადამოტორსიდან“ და შპს „LTD NAN“-დან, სრულიად უსასყიდლოდ დაუთმო თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და წარიმართა ვერეს ხეობის გაწმენდითი სამუშაოები.

ყველგან, სადაც არსენ კუტალაძეს საქმიანი და პირადი ურთიერთობები გააჩნდა, დაიმსახურა ბუნებრივი პატივისცემა, ავტორიტეტი და ნდობა. ვერეს ხეობის გაწმენდის შემდგომ, მისი უშუალო ხელმძღვანელობით მოხდა თბილისის დაზიანებული ზოოპარკის აღდგენა. 2015 წლიდან, მისი მეშვეობით და ხელმძღვანელობით დაიწყო გზების გაყვანა და გზებისთვის არსებული კომუნიკაციების მოწესრიგება „მწვანე ქალაქი ლისზე“. მის ბიზნეს-საქმიანობას უკავშირდება არაერთი მსხვილი მშენებლობებიც (დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე, გზების მშენებლობაში მონაწილეობის მიღება, დიღმის ოლიმპიური ქალაქის შემოგარენის მოპირკეთება და ა.შ).

შესაბამისად, ბიზნესმენის მიმართ, როგორც სიცოცხლეში, ასევე გარდაცვალების შემდეგაც, ჩამოყალიბებული იქნა საჯარო (მომეტებული) ინტერესი, როგორც კერძო სამართლის სუბიექტების წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირისა და ცნობილი ბიზნესმენის მიმართ, რაც ექცევა განსაკუთრებული სამართლებრივი დაცვის ქვეშ. ორგანიზაცია და სამართლის სპეციალისტები, არსენ კუტალაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე ადვოკატირებას გააგრძელებენ და იმედს გამოთქვამთ, რომ ბიზნესმენის გარდაცვალების გამოძიება პრიორიტეტული გახდება ქვეყანაში ზოგადად, ბიზნესის დაცულობისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების კუთხითაც”,_ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ახალგაზრდა ადვოკატები"არსენ კუტალაძე
გაზიარება41Tweet26Send

ამავე კატეგორიაში

სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

18:21; 16 დეკემბერი, 2025
სამართალი

შსს: „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 63 პირი პასუხისგებაშია მიცემული

16:35; 16 დეკემბერი, 2025
სამართალი

მძიმე ავარია ქუთაისში

14:46; 16 დეკემბერი, 2025
სამართალი

ავარიის შედეგად სამი პირი დაშავდა

16:38; 15 დეკემბერი, 2025
სამართალი

პოლიციელი, რომელიც ნასვამი იყო და ავარიაში მოყვა, მოსამართლემ დარბაზიდან გაათავისუფლა

15:10; 15 დეკემბერი, 2025

ოზურგეთელი ქუჩის მუსიკოსები _ და-ძმა ანასტასია და დავით ვაშაყმაძეები

რა ეღირება დოლარი და ევრო 10 იანვარს

ყველა სიახლე

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა

10:41; 17.12.2025
საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

10:37; 17.12.2025
საზოგადოება

მსოფლიო საპატრიარქომ მამა დოროთეს მღვდელმსახურების უფლება და არქიმანდრიტის ხარისხი აღუდგინა

10:15; 17.12.2025
საზოგადოება

ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წავიკითხოთ

10:03; 17.12.2025
საზოგადოება

ჩამორთმეულ მართვის მოწმობებზე ამნისტია პარლამენტმა დღევანდელ სესიაზე უნდა დაამტკიცოს

9:48; 17.12.2025
ზაფრანი

ვინ არ იცის უკან დახევა

9:45; 17.12.2025
ზაფრანი

საუკეთესო ორგანიზატორული უნარებით დაჯილდოებული ადამიანები

9:44; 17.12.2025
ზაფრანი

ვის არ უნდა გამოუტყდეთ სიყვარულში პირველი

9:43; 17.12.2025
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

9:27; 17.12.2025
საზოგადოება

როგორია ხელფასები რეგიონების მიხედვით

18:33; 16.12.2025
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

18:21; 16.12.2025
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:19; 16.12.2025
საზოგადოება

„ჩემს ხელში რომ იყოს ამ განკარგულების მომზადება, ნასვამ მძღოლებს ამ სიაში არ შევიყვანდი“- მელაძე

16:49; 16.12.2025
სამართალი

შსს: „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 63 პირი პასუხისგებაშია მიცემული

16:35; 16.12.2025
პოლიტიკა

რომელი ქვეყნების ელჩებმა გადასცეს ყაველაშვილს რწმუნებათა სიგელები

15:26; 16.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

10:41; 15.12.2025
0

“მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

14:46; 14.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო