ჟერარ პიკე ფეხბურთში ბრუნდება. ამის შესახებ “ბარსელონას” ყოფილმა ნახევარმცველმა სოციალურ ქსელში დაწერა.
“ახალი წელია და დიდი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე ფეხბურთში დაბრუნება. ძალიან მენატრება”, – დაწერა პიკემ X-ზე.
თუმცა, როგორც ცნობილია, პიკე ფეხბურთელი აღარ იქნება. ის მოღვაწეობას მწვრთნელად გააგრძელებს.
პიკეს თქმით, დამატებით დეტალებს საზოგადოებას მალე გაუზიარებს.