იტალიური ნაპოლის თავდამსხმელი, ვიქტორ ოსიმენი ხვიჩა კვარაცხელიას აგენტის, მამუკა ჯუღელის ინტერვიუს გამოეხმაურა და მას ამაზრზენი უწოდა.
მამუკა ჯუღელმა ექსკლუზიური ინტერვიუ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტ ცოტნე ქინქლაძეს მისცა და ვარაუდობდა, რომ ნიგერიელი ფორვარდი ზაფხულში საუდის არაბეთში სათამაშოდ გადავა, კვარაცხელიას კი “განსხვავებული ტვინი” აქვს და საუდის არაბეთში, მილიარდი რომ მისცენ, მაინც არ ითამაშებს.
“გგონიათ, ოსიმენი მთელი ცხოვრება ნეაპოლში ითამაშებს? წინასწარ გეტყვით, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას საუდის არაბეთში წავა. ხვიჩას მილიარდი რომ მისცე, საუდის არაბეთში სათამაშოდ არ გადავა”, – თქვა ჯუღელმა პირველ არხთან ინტერვიუში.
“კვარას” აგენტის სიტყვები იტალიურმა გამოცემებმა აიტაცეს და რამდენიმე საათის წინ ამ საკითხთან დაკავშირებით ოსიმენმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე ე.წ. ნიგერიელმა თავდამსხმელმა იუგელს სამარცხვინო პიროვნება უწოდა და მოუწოდა მასზე აღარასოდეს ისაუბროს.
“ძვირფასო მამუკა ჯუღელო, ამაზრზენი და სამარცხვინო ხარ. შენი მსჯელობის მრცხვენია. ჩემი სახელი აღარ ახსენო”,– წერს ოსიმენი Instagram-ის სთორიში.
ავტორი