“საქართველოში აცივდება, ყინვაც იქნება და თოვლიც, მაგრამ არაფერი ისეთი, რაც არ ყოფილა და რასაც საუბრობენ, მეტეოროლოგების ნაცვლად, არაპროფესიონალები”,_ ამის შესახებ მეტეოროლოგმა კობა ფარტენაძემ განაცხადა.
ფარტენაძის ინფორმაციით, ბოლო დღეებია ევროპის ტერიტორიაზე ჩრდილოეთიდან გავრცელება დაიწყო არქტიკული ჰაერის მასებმა, რომელმაც ყველგან ბუნებრივია თოვლი და მკვეთრი აცივება გამოიწვია, 13 იანვრიდან აღნიშნული ჰაერის მასის ნაკადის ნაწილი საქართველოს ტერიტორიაზეც დაიწყებს შემოსვლას, რაც გამოიწვევს ზამთრისთვის დამახასიათებელ ამინდს.
“კონკრეტულად 13 იანვარს, როგორც დასავლეთ ასევე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, თოვლის სახით, სველი თოვლი იქნება სანაპირო კურორტებზეც.
14 იანვრის საღამოდან გამოიდარებს და შესაბამისად მოწმენდილი ცის არსებობა ხელს შეუწყობს ღამის ყინვების ფორმირებას, ტემპერატურს მკვეთრი დაკლება გვაიძულებს უფრო თბილი ტანსაცმლის ჩაცმას, ვისაც ყვავილები გაქვთ აივანზე და ეზოში სხვადასხვა ნარგავები შეგიძლიათ შეფუთოდ!
გთხოვთ, ნუ მისცემთ საშუალებას სკანდალისთვის და დეზინფორმაციისთვის გავრცელებულ ამინდის ნიუსებს, თითქოს რაღაც უჩვეულო გველის, თქვენი განწყობის შეცვლის უფლებას. მიუხედავად აცივებისა და თოვლისა, ამინდის ასეთი შეცვლა შუა ზამთრისთვის არის დამახასიათებელი, არაფერი განსაკუთრებული”,_ ამბობს ფარტენაძე.