ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია _ ჩოხატაურელ ღვაწლმოსილ მასწავლებელს, სულიკო კალანდაძეს შვილი გარდაეცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში გარდაცვლილი ქეთინო ჯინჭარაძის დეიდაშვილი ავრცელებს.
“ჩემო ფუმფულა, ჩემო დასაყრდენო, ჩემო უტკბესო, ჩემო სულის და ხორცის ნაწილო, ასე როგორ გაგვიმეტე, გული გაგვიგლიჯე , როგორ არ იბრძოლე! როგორ დანებდი!!! როგორ არ გენანება შენი დედა!!! მისი ხავილი ცას სწვდება და შენ როგორ არ გესმის!!! არ იყო სულიკო კალანდაძე ამ სიმწარის ღირსი. როგორ გაუძლოს, გაუბედურებული ყველა კუთხეში,რომ გეძებს. როგორ დაააობლე სოფიკო. როგორ არ გეცოდება შენი მაიკო. კიდევ ერთხელ დაამარცხა სიკვდილმა სიცოცხლე, შენი ლამაზი სიცოცხლე”, _ წერს მაკო კობალაძე სოციალურ ქსელში.
“გურია ნიუსი” მწუხარებას გამოთქვამს ძვირფასი ქალბატონის, ქეთინო ჯინჭარაძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მწუხარებაში მყოფ დედას, დას, ოჯახს, ყველა ახლობელს.