ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას “ტვ ბორჯომი” ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ბორჯომში, რველი-ზანავის საავტომობილო მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დაზიანებულია Kia-ს მარკის მსუბუქი ავტომობილი და Ford-ის მარკის სამარშრუტო ტაქსი.
შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. არსებული ინფორმაციით, დაშავდა სამი მოქალაქე, (ორი კაცი – სავარაუდოდ ადგილობრივი, ერთი ქალი).
დაშავებულები ჯეო ჰოსპიტალსის ბორჯომის სამედიცინო ცენტრში მოათავსეს. პირველადი ინფორმაციით, კაცებს სავარაუდოდ აღენიშნებათ მცირედი დაჟეჟილობა. ქალის მდგომარეობა კი შედარებით საყურადღებოა.