სინაგოგის ქვეშ უკანონო გვირაბი აღმოაჩინეს. შემთხვევა ნიუ- იორკში, ბრუკლინის ისტორიულ სინაგოგასთან მოხდა. ინფორმაციას apnews ავრცელებს.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, უკანონო გვირაბი საფრთხეს უქმნის რელიგიური კომპლექსის ირგვლივ მდებარე სტრუქტურის სტაბილურობას.
გავრცელებული ინფორმაციით, ნიუ-იორკის შენობების უსაფრთხოების სააგენტოს ინსპექტორებმა აღმოაჩინეს 18.3 მეტრის სიგრძის და 2.4 მეტრის სიგანის მქონე გვირაბი ხაბად-ლუბავიჩის გლობალური შტაბის ქვეშ აღმოაჩინეს. ის აკავშირებდა ჰასიდური ჯგუფის საკუთრებაში არსებულ ოთხ შენობას.
გათხრების სამუშაოები შენობების დეპარტამენტის თანხმობის გარეშე გაკეთდა.
რაბი მოტი სელიგსონმა, ხაბადის სპიკერმა, თქვა, რომ მიწისქვეშა გადასასვლელი „ახალგაზრდა აგიტატორებმა“ ააშენეს, რომლებიც სინაგოგაზე უნებართვო წვდომას ცდილობდნენ.
ხაბად ლუბავიჩის გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ ჯგუფის დამაარსებელი, რაბინი მენახემ მენდელ შნეერსონი, ებრაელთა მესიაა და კვლავ ცოცხალია, რასაც ძირითადი ნაწილი არ იზიარებს. ეს დაპირისპირება კი სავარაუდოდ უკანონო გვირაბის აშენებასთანაც კავშირშია.
ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით, ჯგუფის ნაწილი გვირაბის აშენებას სინაგოგის გაფართოების დასაჩქარებლად ცდილობდა.
ინსპექციის დროს ახალგაზრდა მამაკაცების ჯგუფი პოლიციისთვის ხელის შეშლას ცდილობდა, რასაც პოლიციასთან ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. დაკავებულია 9 პირი.