ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ზამთრის არდადეგების შემდეგ დღეს განახლდა. სააღმზრდელო პროცესის მიმდინარეობის შესახებ “გურია ნიუსი” ა(ა)იპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულება “მომავალი”-ს დირექტორს, ნინო ბარამიძეს ესაუბრა.
“სააღმზრდელო პროცესი განახლდა ყველა საბავშვო ბაღში, გარდა ამაღლების, სამების და ბუკისციხის საბავშვო ბაღებისა. ამ ბაღებში იწყება შენობების ენერგოეფექტურად აღჭურვის მიზნით სარემონტო სამუშაოები, რაც დაახლოებით ორი თვის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს”,_ გვითხრა ბარამიძემ.
ავტორი