ცოტა ხნის წინ არგენტინაში საინტერესო აღმოჩენა დაფიქსირდა. მიაკვლიეს უძველესი მფრინავი რეპტილიის ნაშთებს.
„სიკვდილის დრაკონი“ – ასე შეარქვეს მეცნიერებმა მფრინავი რეპტილიის ამ ახლადაღმოჩენილ სახეობას, რომლის ნაშთებსაც სამხრეთ ამერიკის ამ ქვეყანაში მიაკვლიეს.
სახეობა დაახლოებით ჟირაფის სიმაღლისაა, ხოლო გაშლილი ფრთების წვერებს შორის მანძილი 9 მეტრს აღწევს.
ნაშთები ანდების მთებში, კლდეებში, 86 მილიონი წლის განმავლობაში იყო შემონახული, რაც იმას ნიშნავს, რომ მფრინავი არსება დინოზავრების ხანაში ცხოვრობდა.
ავტორი