დიდ ბრიტანეთში ჰაერის ტემპერატურა -13 გრადუსამდე დაეცა.
BBC-ის ინფორმაციით, მეტეოროლოგები ამბობენ, რომ გასული ღამე ყველაზე ცივი იყო იანვრის განმავლობაში ბრინატეთისთვის.
დიდთოვლობის გამო შოტლანდიაში და ჩრდილოეთ ინგლისში სასწავლო დაწესებულებები დაიხურა, შეფერხებულია ტრანსპორტის გადაადგილებაც.
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტომ გამოსცა ქარვისფერი ცივი ამინდის გაფრთხილება ინგლისისთვის ამ კვირაში, რაც იმას ნიშნავს, რომ NHS მოსალოდნელია დამატებითი ზეწოლის ქვეშ და მოხუცები უფრო მეტი რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ.
როგორც ცნობილია, ყველაზე დაბალი ტემპერატურა -15 გრადუსი გაერთიანებულ სამეფოში 2010 წლის იანვარში დაფიქსირდა. ასევე, 2010 წელს -22 გრადუსი დაფიქსირდა შოტლანდიის მაღალმთიან სოფელში.