ამერიკელი მეცნიერების მტკიცებით, ახლო მომავალში ბავშვებს სიმსუქნეზე აცრიან, მსგავსად სხვადასხვა დაავადებების წინააღმდეგ ჩატარებული აცრებისა.
ლუიზიანას შტატის უნივერსიტეტის მკვლევარების აზრით, იმ ფაქტის აღმოჩენა, რომ ჭარბი წონის მქონე ადამიანებში გაცილებით მეტია გარკვეული ტიპის ვირუსით დაავადებული პირი, ვიდრე ნორმალური წონის მქონე ადამიანებში, იმის მაჩვენებელია, რომ სიმსუქნესა და ვირუსულ ინფექციას შორის დიდი კავშირი არსებობს.
გავრცელებულია მოსაზრება რომ ზედმეტი წონა, ჩვეულებრივ კვებას, არასაკმარის დატვირთვას და მასთან ბრძოლის სურვილს უკავშირდება. მეცნიერების გამოკვლევებით ცნობილი გახდა, რომ ამ პრობლემის კიდევ ერთი განმაპირობებელი ვირუსი ყოფილა. უკვე დამტკიცებულია, რომ სულ მცირე 10 პათოგენი მაინც იწვევს სიმსუქნეს.
გამოკვლევებისას, რომელიც მეცნიერებმა ვისკონსინის, ფლორიდისა და ნიუ-იორკის 500 მცხოვრებზე ჩაატარეს, მსუქან ადამიანთა 30 პროცენტის სისხლში ვირუსი „ად-36“-ის ანტისხეულები აღმოაჩინეს, ნორმალური წონის ადამიანებში კი ეს ვირუსი მხოლოდ 11 პროცენტში გამოვლინდა.
ამერიკელი მეცნიერების ვარაუდით, დაახლოებით 10 წელიწადში შესაძლებელი იქნება კლინიკაში საკუთარი ზედმეტი წონის მიზეზების დადგენა და რაკიღა ვირუსთან ბრძოლა ძალიან ძნელია, წინასწარი ვაქცინაცია, შესაძლოა, საუკეთესო გამოსავალი აღმოჩნდეს ზედმეტი წონის პრობლემის თუნდაც ნაწილობრივ მოგვარებაში.
ავტორი