https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რას მალავს დამალული საჯარო ინფორმაცია

9:50; 19.01.2024
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ინფრასტრუქტურის მოწესრიგება რომ ქვეყნის განვითარებისთვის, ადამიანის სასიცოცხლო გარემოსთვის და თუნდაც ტურისტული ბიზნესის არსებობისთვის უმნიშვნელოვანესია, ამაზე არავინ დავობს. ამიტომაცაა, რომ მოსახლეობის მიერ გადახდილი გადასახადებით შედგენილ ქვეყნის ბიუჯეტში, ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად, მილიარდობით ლარი იდება.

აქვე ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ბიუჯეტის შედგენასაც და ხარჯვასაც თავისი წესები აქვს: ბიუჯეტის ხარჯი გონივრული, საზოგადოებისთვის აუცილებელი საჭიროებით განპირობებული და ეფექტური უნდა იყოს. ამ ხარჯვის კონტროლი კი, შესაბამის ორგანოებთან ერთად, ადამიანის მოქალაქეობრივი ვალია. იმისთვის, რომ აკონტროლო, პროცესის შესახებ მაქსიმალური ინფორმაცია უნდა გქონდეს; ინფორმაციის გაცემას კი, საჯარო სტრუქტურებს და ინსტიტუტებს კანონი ავალდებულებს.

 საქართველოს ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის მიერ ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში ითქვა, რომ მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე 2024 წელს მიიმართება 1 მილიარდ 850 მილიონ ლარზე მეტი, მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მილიარდ 400 მილიონი ლარი, ხოლო მუნიციპალიტეტების საკუთარი შემოსავლებიდან დაფინანსდება 450 მილიონი ლარის პროექტები, მათ შორის: რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდში დამატებით 130 მილიონი ლარი გამოიყო და ჯამურად, ფონდის მოცულობა 580 მილიონ ლარს შეადგენს;  თბილისის კაპიტალური პროექტების დაფინანსებაზე მიიმართება 557 მლნ ლარი;  მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ პროექტებზე მიიმართება 243 მილიონ ლარამდე; მაღალმთიანი დასახლებების ფონდის ფარგლებში მიიმართება 20 მლნ ლარი. ეს მონაცემები ბიუჯეტის დამტკიცებისას კორექტირდება; ამასთან, წლის განმავლობაში ემატება საერთაშორისო საბანკო და დონორი ორგანიზაციების მიერ საქართველოსთვის სესხად ან გრანტად გადმოცემული არც თუ უმნიშვნელო სახსრები.

ამდენად, საზოგადოების მხრიდან საკონტროლებელი მართლაც ბევრია, რადგან წვითა და დაგვით გადახდილი გადასახადები, მეგობარი დასავლეთის ქვეყნების ნაჩუქარი და საერთაშორისო ბანკებიდან სესხად აღებული მილიარდობით ლარი, სამწუხაროდ, ძალიან ხშირად არაგონივრულად, არამართლზომიერად და უკონტროლოდ იხარჯება. ეს ყველაფერი კი, კორუფციული გარიგებების საფუძვლიან ეჭვს აჩენს.  ამ ეჭვის დასადასტურებლად ან გასაქარწყლებლად, მედიას, ისევე როგორც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, საჯარო ინფორმაციის მიღების კანონიერი უფლება აქვს _ საქართველოს კანონმდებლობით საჯარო ინფორმაცია ღიაა და მისი გაუცემლობა კანონით ისჯება.

საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, საჯარო ინფორმაცია ღიაა  (გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით სახელმწიფო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოებისთვის ან პერსონალური მონაცემებისთვის მიკუთვნებული ინფორმაციისა).

საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის   მუხლი 37-ის თანახმად,

  1. ყველას აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად და აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა, თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს, აგრეთვე გაეცნოს ინფორმაციას დედანში. თუ არსებობს დედნის დაზიანების საფრთხე, საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს ზედამხედველობის ქვეშ მისი გაცნობის შესაძლებლობა ან წარუდგინოს სათანადო წესით დამოწმებული ასლი.

ადმინისტრაციული კოდექსის  მუხლი 40-ით კი  საჯარო ინფორმაციის გაცემის წესია განსაზღვრული. კერძოდ:

  1. საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია, მათ შორის, ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა, თუ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა მოითხოვს:

ა) სხვა დასახლებულ პუნქტში არსებული მისი სტრუქტურული ქვედანაყოფიდან ან სხვა საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას;

ბ) მნიშვნელოვანი მოცულობის ერთმანეთთან დაუკავშირებელი ცალკეული დოკუმენტების მოძიებასა და დამუშავებას;

გ) სხვა დასახლებულ პუნქტში არსებულ მის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ან სხვა საჯარო დაწესებულებასთან კონსულტაციას.

  1. თუ საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის საჭიროა 10-დღიანი ვადა, საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოთხოვნისთანავე აცნობოს ამის შესახებ განმცხადებელს.
  2. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება არ ათავისუფლებს საჯარო დაწესებულებას იმავე ან სხვა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში მისი დადგენილი წესით გაცემის ვალდებულებისგან.

ამავე კოდექსის, მუხლი 41-ის თანახმად,

  1. საჯარო დაწესებულების უარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე განმცხადებელს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ.
  2. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში პირს წერილობით განუმარტოს მისი უფლებები და გასაჩივრების წესი, ასევე მიუთითოს ის სტრუქტურული ქვედანაყოფი ან საჯარო დაწესებულება, რომელთანაც წარმოებდა კონსულტაცია ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილების მიღებისას”.

იმისთვის, რომ მოქალაქეს, მედიას გაუიოლდეს ინფორმაციაზე წვდომა, ნებისმიერ საჯარო უწყებაში საჭიროზე მეტი ადამიანი მუშაობს და ისევ ჩვენი ჯიბიდან სოლიდურ ხელფასსაც იღებს. აუცილებელია აქვე აღვნიშნოთ, რომ ამ უსასრულოდ “წელვადი” სამსახურების პარალელურად, ცენტრალურ სტრუქტურებში თუ ადგილობრივ თვითმმართველობებში, შექმნილია დეპარტამენტები, განყოფილებები, სამსახურები, რომელთა უშუალო მოვალეობაც ინფრასტრუქტურული საჭიროებების დაგეგმვა, გახორციელების პროცესის უზრუნველყოფა და ზედამხედველობაა.

მაშასადამე, მოქალაქეს ან ჟურნალისტს, რომელიც გადაწყვეტს დეტალურად გაეცნოს ნებისმიერ ინფრასტრუქტურულ პროექტს, მის ბიუჯეტს, შემსრულებელ ორგანიზაციას, სამუშაოს ხარისხს, ძალიან ადვილად უნდა შეეძლოს ინფორმაციის მიღება და ამ საქმეში მოკავშირედ საჯარო მოხელეები უნდა ეგულებოდეს.

არადა, რეალობა, სამწუხაროდ, სულ სხვაგვარია. ამჯერად, მკითხველს ჩვენი გამოცდილების მცირე ნაწილს გავაცნობთ, რომელიც ინფრასტუქტურული პროექტების მონიტორინგისას დაგვიგროვდა.

გასული წლის შემოდგომაზე, გურიის სამივე მუნიციპალიტეტის მერიას საჯარო ინფორმაციის გამოსათხოვად მივმართეთ.

“…გთხოვთ, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის გათვალისწინებით, დაუყოვნებლივ მოგვაწოდოთ ინფორმაცია (ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის) მუნიციპალიტეტში, 2022-2023 წლის სექტემბრის ჩათვლით მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ; კერძოდ:

  1. ამ პერიოდის განმავლობაში გახორციელებული ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტების ჩამონათვალი მიზნობრიობის და გახორციელების ადგილმდებარეობის, გახორციელების ეტაპების მითითებით;
  2. ამ პროექტების დაგეგმვაში/საჭიროობის განსაზღვრაში მოქალაქეთა ჩართულობის კონკრეტული მექანიზმის მითითებით;
  3. ამ პროექტების დაგეგმილი და რეალური ღირებულებების მითითებით;
  4. შემსრულებელი კომპანიების/მეწარმეების/ფიზიკური პირების ვინაობის და დაკვეთის ფორმის (პირდაპირი შესყიდვა, ელექტრონული ტენდერი, გამარტივებული ტენდერი და ა. შ.) მითითებით;
  5. ზედამხედველი და ჩაბარებაზე პასუხისმგებელი ორგანოების მითითებით;
  6. დარღვევების ან/და ხარვეზების არსებობის შემთხვევაში გახორციელებული სანქციების/ჯარიმების/ღონისძიებების მითითებით.

ზემოთ აღნიშნული ინფორმაციის დაგვიანებით მოწოდების ან მოუწოდებლობის შემთხვევაში, კანონის შესაბამისად, წერილობით შეგვატყობინოთ მიზეზი,” _ ნათქვამი იყო ჩვენ მიერ გაგზავნილ მიმართვაში. თუ გავითვალისწინებთ ზემოთ ნათქვამს, რომ საჯარო სამსახურებში ინფორმაციის გაცემის უზრუნველსაყოფად საკმარისი შტატები, ინფრასტრუქტურული პროექტების საზედამხედველოდ კი სამსახურები არსებობენ, წესით, პასუხი დაუყოვნებლივ უნდა მიგვეღო _ დაბეჯითებით მიგვაჩნია, რომ ჩვენ მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია ერთი Excel-ის ცხრილის სააღრიცხვო ფორმაში მერიას ისედაც აუცილებლად უნდა ჰქონდეს!

დაუგვიანებლად პასუხი მხოლოდ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიისგან მივიღეთ _ 3 დღის ვადაში. წერილში ნათქვამი იყო, რომ გვიგზავნიდნენ 2021-23 წლებში გახორციელებული პროექტების ჩამონათვალს (დანართი 1), მიმდინარე პროექტების ჩამონათვალს (დანართი 2).

“ასევე გაცნობებთ, რომ სოფლის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში გახორციელებული პროექტების შერჩევა მოხდა ადგილობრივი თვითმმართველობის გახორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ერთ-ერთი ფორმის _ დასახლების საერთო კრების გამოყენების საშუალებით.

ინფრასტრუქტურული პროექტების გახორციელებისათვის 2021 წელს მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი იყო 4 751 600 ლარი, 2022 წელს _ 5 223 300 ლარი, ხოლო 2023 წელს 4 999 600 ლარი. რაც შეეხება სოფლის მხარდაჭერის პროგრამას, 2021-2023 წლებში, თითოეულ წელს ცალ-ცალკე, გამოყოფილი იყო 730 000 ლარი.

ზემოთ აღნიშნული სამუშაოების მიღება-ჩაბარებაზე პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით

შექმნილი ინსპექტირების ჯგუფი.

დარღვევების/ხარვეზების შემთხვევაში ხდებოდა მათი დროული აღმოფხვრა და შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარება”, _ ნათქვამი იყო საპასუხო წერილში.

მისასალმებელი ოპერატიულობის მიუხედავად, ინფორმაციის სრულად მოწოდება არ მოხდა; დანართი 1 მხოლოდ ორ გრაფას _ “პროექტის დასახელება” და “შენიშვნა” შეიცავდა. “შენიშვნაში”, რამდენიმე პროექტის გასწვრივ, მონიშნული იყო, რომ პროექტი გარდამავალია. დანართი 2 კი მხოლოდ პროექტების ჩამონათვალს შეიცავდა. არადა, ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტის ღირებულების, რეალურად დახარჯული თანხის და შემსრულებელი ორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია იყო. ასევე, საინტერესო იქნებოდა ცალკეულ პროექტზე დარღვევის ან დაგვიანების გამო გატარებული ღონისძიებების მონიშვნა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან პასუხი მცირე დაგვიანებით, მაგრამ ათდღიანი ვადის დაცვით მივიღეთ. წერილში ეწერა, რომ გვიგზავნიდნენ საჯარო ინფორმაციას სამფურცლიანი დანართის სახით. თანდართულ Excel-ის ფაილში, რომელიც 2021-2022-2023 წლებად იყო დალაგებული, მხოლოდ ორი გრაფაა: “შესყიდვის დასახელება” და “მიმწოდებელი”.

არსადაა მითითებული პროექტი დასრულებულია თუ არა, რა თანხა დაიხარჯა ან იხარჯება მის გასახორციელებლად, რომელი ფონდიდან ან პროგრამიდან ფინანსდება, ვინ ჩაიბარა ან ვინ ზედამხედველობს მათ გახორციელებას. თუმცა, უნდა ითქვას, რომ გამახორციელებელი ორგანიზაციის მითითება მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რადგან ჩვენი მუშაობის პრაქტიკაში, დღეს ყველაზე დაფარული ინფორმაცია სწორედ გამახორციელებლის ვინაობაა. სასკოლო და პარკების ინფრასტრუქტურის მონიტორინგის პროცესში, ყველაზე მეტად სწორედ სამუშაოს მწარმოებელი ორგანიზაციების დადგენა გაგვიჭირდა, მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციას თავად საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, სოფლების დეპუტატებს ვთხოვდით.

რაც შეეხება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიას, პასუხი საჯარო ინფორმაციაზე, დღემდე არ მიგვიღია.

საჯარო ინფორმაციის გამოთხოვაზე, ჩვენმა ჟურნალისტმა, სოფო წილოსანმა ლანჩხუთის მერიას ოქტომბერში მიმართა. ინფორმაციის მოწოდებას, მაქსიმუმ, 6 ნოემბერს ველოდით. კონკრეტული პასუხი იმის შესახებ, თუ რატომ ვერ მივიღეთ დღემდე ინფორმაცია ან როდის გამოგზავნიან, არ გვაქვს. ყოველი კომუნიკაციის დროს, პასუხები გაურკვეველია. მაგალითად,  რომ ერთ-ერთი კომუნიკაციისას თქვეს,  რომ  სპეციალისტი, ვისაც უნდა მოემზადებინა ამ განცხადებაზე პასუხი, ავად იყო და ამიტომ ვერ მოგვაწოდეს.

ბოლო კომუნიკაცია მერიასთან  11 დეკემბერს გვქონდა. რა ბედი ეწია  განცხადებას, რომელზეც პასუხის გაცემას მერიას კანონი ავალდებულებს, გაურკვეველია. “გურია ნიუსი” გეგმავს, კანონდარღვევის გამო, სასამართლოს მიმართოს, თუმცა, ერთი რამ ცხადია: ინფორმაციის დამალვა საფუძვლიან ეჭვებს აჩენს, რომ… დასამალი არსებობს! საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია კი,  ახლა მიმდინარე პროექტების შესახებ, ძველდება და აქტუალობას კარგავს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მედიას მუშაობაში ხელი ეშლება და დაგეგმილი მასალების მომზადება, თან დოკუმენტებზე დაყრდნობით კვლევა, ფერხდება.

როცა ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგს ვიწყებდით, გადაზღვევის მიზნით, მერიების პარალელურად, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსაც მივმართეთ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ჩვენს მიერ გადაგზავნილი განაცხადი საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ (4105/01)   27 სექტემბერს დარეგისტრირდა.

კერძოდ, ჩვენ შემდეგი განაცხადი გადავაგზავნეთ:

“გთხოვთ, კანონით დადგენილ ვადებში მოგვაწოდოთ ინფორმაცია გურიის სამივე მუნიციპალიტეტში ბოლო სამი წლის განმავლობაში ( 2021-2022-2023 წლის სექტემბრის ჩათვლით) გახორციელებული და მიმდინარე ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტის პროექტების შესახებ. კერძოდ:

სად რა კეთდება და გახორციელების რა ეტაპზეა აღნიშნული სამუშაოები,

ამ პროექტების დაგეგმილი და რეალური ღირებულებების მითითებით,

სამუშაოების შემსრულებელი კომპანიების/ მეწარმეების/ფიზიკური პირების ვინაობის და დაკვეთის ფორმის (პირდაპირი შესყიდვა, ელექტრონული ტენდერი, გამარტივებული ტენდერი და ა. შ.) და საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით.

ზედამხედველ და ჩაბარებაზე პასუხისმგებელი ორგანოების მითითებით,

დარღვევების ან ხარვეზების არსებობის შემთხვევაში გახორციელებული სანქციების\ჯარიმების\ღონისძიებების მითითებით,

კანონით რა მექანიზმია გაწერილი ამა თუ იმ პროექტის საჭიროების დასადგენად? ( ჩართულია თუ არა ადგილობრივი მოსახლეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში? მაგალითად, ტარდება თუ არა საჯარო განხილვები?)”.

სამინისტროდან შეტყობინება მივიღეთ, რომ წერილი დარეგისტრირდა, თუმცა,  განაცხადის გაგზავნიდან თითქმის ერთი თვე უპასუხოდ გავიდა და ჩვენც დაკავშირება “ცხელ ხაზზე” ვცადეთ, თუმცა უშედეგოდ. გვიპასუხეს, რომ შესაბამის სამსახურთან გადაგვრთავდნენ, მაგრამ არაერთი ზარი უწყებაში ისე დასრულდა, რომ გადართულ ზარს არავინ უპასუხა.

სამინისტროდან ჩვენს წერილზე პასუხი სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის სამართლებრივ საკითხთა სამმართველოს მეორე კატეგორიის უფროსმა  სპეციალისტმა დავით მეტრეველმა 28 ნოემბერს გამოგზავნა.

წერილში კი ეწერა : “საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განიხილა თქვენი 2023 წლის 27 სექტემბრის წერილი (სამინისტროში რეგისტრაციის #4105/01; 27.09.2023), რომლის პასუხად გაცნობებთ, რომ თქვენ წერილში აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე _ www.procurement.gov.ge.

დამატებით გაცნობებთ, რომ მუნიციპალიტეტების ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტების შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ შესაბამის მუნიციპალიტეტებს”.

ამ სამწინადადებიან პასუხში, რომლის მომზადებასაც სამინისტრომ ერთი თვე მოანდომა,  მითითებულია, რომ “შეგვიძლია” ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე ვეძებოთ, რომელიც საკმაოდ სპეციფიკური რესურსია _ ძირითადად, მომსახურების გამწევი ორგანიზაციებისთვის, ასევე, რომლის ნაწილი კარგა ხანია სატესტო რეჟიმში მუშაობს და თუ მისით სარგებლობა დაგაზიანებთ, სახელმწიფო ამაზე პასუხისმგებლობას არ იღებს!

არადა, ზემოთ აღნიშნული სამინისტრო რეგიონული განვითარებისაა და თან _ ინფრასტრუქტურის; სტრუქტურაში შეგიძლიათ ნახოთ, რომ ეკონომიკური, დარგობრივი, ადმინისტრაციული, სამართლებრივი და სხვა დეპარტამენტების გარდა, არსებობს “მუნიციპალურ ორგანოებთან ურთიერთობის და რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების დეპარტამენტი”, “რეგიონული და მთის განვითარების დეპარტამენტი”, “ინფრასტრუქტურის პოლიტიკისა და განვითარების პარტნიორებთან ურთიერთობის დეპარტამენტი”! ამდენად, სად რა, რამდენად და ვის მიერ ხორციელდება, ამ მონაცემების არსებობა და გაცემა პრობლემა არ უნდა ყოფილიყო.

ამასთან, სამართლებრივ დეპარტამენტში კარგად უნდა იცოდნენ ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის მესამე პუნქტი:”3. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება არ ათავისუფლებს საჯარო დაწესებულებას იმავე ან სხვა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში მისი დადგენილი წესით გაცემის ვალდებულებისგან”.

ინფორმაციის მიღება გაწეული ხარჯების შესახებ პრემიერის ინიციატივით მიმდინარე პროექტ “განახლებული რეგიონების” შესახებ სტატიის მომზადების პროცესშიც გაგვიჭირდა. კონკრეტულად, მუნიციპალური განვითარების ფონდში გვითხრეს, რომ გურიის სამივე მუნიციპალიტეტში, ჯამში,   პროექტების გახორციელებისთვის გათვალისწინებულია 25,000,000 ლარი და აქედან,  1 ნოემბრის მდგომარეობით, ინვესტირებულია 23, 796, 790 ლარი. მაგრამ ჩაშლილად, რომელ მუნიციპალიტეტში რამდენი დაიხარჯა, გამოთხოვილ ინფორმაციაში არ დაგვიკონკრეტეს.

მუნიციპალური  განვითარების ფონდის პრესსამსახურმა გვითხრა, რომ ამ ინფორმაციას თვით მერიების პრესსამსახურები მოგვაწვდიდნენ; ისიც აღნიშნა, რომ ოზურგეთში პროექტით მიმდინარე სამუშაოები ოზურგეთის მიერ მოპოვებული გრანტით კეთდებოდა, მაგრამ მერიის პრესსამსახურმა უკან, მუნიციპალური განვითარების ფონდთან გადაგვამისამართა.

ის რომ ქვეყანაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ბოლო დროს მკვეთრად გაუარესდა ინფორმაციის თავისუფლების  განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევაშიცაა ნათქვამი.

არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, არსებობს მოლოდინი, რომ საჯარო დაწესებულებები ანგარიშებში კეთილსინდისიერად  არ ასახავენ მათ მიერ უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნების შესახებ მონაცემებს.

“საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუარესება, არსებითად დაბრკოლებას უქმნის ეფექტური საზოგადოებრივი კონტროლის გახორციელებას სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობაზე და რადიკალურად ამცირებს სახელმწიფო ორგანოთა ანგარიშვალდებულების ხარისხს.

განსაკუთრებულ პრობლემად უნდა შეფასდეს იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად განსაზღვრული მეორე პრიორიტეტი ითხოვს საჯარო დაწესებულებების ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის ზრდას, ხოლო საქართველოს ხელისუფლების  წარმომადგენლები ადგილობრივ თუ საერთაშორისო გამოსვლებში  ხშირად საუბრობენ, რომ გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება მათი საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. სინამდვილეში, სახელმწიფო ინსტიტუტების ანგარიშვალდებულება მკვეთრად უარესდება”.

გიგი  ჩიხლაძე, “საერთაშორისო გამჭვირვალობა  _ საქართველოს” საარჩევნო პროექტის კოორდინატორი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ უშუალოდ მათ ორგანიზაციას საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით განზოგადებული კვლევა ჩატარებული არ აქვს, მაგრამ, უფრო და უფრო უჭირთ საჯარო ინფორმაციის მიღება სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან.

“გარკვეული სირთულეები საჯარო ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით ადრეც იყო, მაგრამ ბოლო წლებში, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გაზრდილია. საჯარო ინფორმაციის გაცემა ემსახურება სახელმწიფოს ანგარიშვალდებულების, მისი საჯაროობის პრინციპს. ემსახურება, რომ მოქალაქეებმა აკონტროლოს სახელმწიფო, შეადაროს სხვადასხვა ინფორმაცია ერთმანეთს, აღმოაჩინოს კორუფციის რისკები… საჯარო ინფორმაციის გარეშე, ერთიათად გართულდება სახელმწიფოს კონტროლი. ინფორმაციის მიუღებლობით, რომლის საჯაროობაც გარანტირებული უნდა იყოს კონსტიტუციით, ამ მხრივ გვექმნება პრობლემები, როგორც არასამთავრობო, ისე მედია ორგანიზაციებს, ჩვეულებრივ მოქალაქეებს”, _ ამბობს ჩიხლაძე.

როგორც ის აღნიშნავს, არსებობს შემთხვევები, როცა საჯარო ინფორმაციის მიწოდება გასაზღვრულ ვადაზე დაგვიანებითაც ხდება, რის შედეგადაც, იკარგება მისი აქტუალურობა.

“ჩვენ ვითხოვთ სწრაფადცვალებად ინფორმაციას. კანონი ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოებს, ინფორმაციის დაუყოვნებლივ გაცემას, მაგრამ თუ ინფორმაციის გაცემა მოიცავს დამატებით სირთულეებს, ასეთ შემთხვევაში აქვს, მაქსიმუმ, 10 კალენდარული დღე. თუმცა, სამწუხაროდ, ეს ვადები ძალიან ხშირად ირღვევა, რაც ურტყამს ამ ინფორმაციის აქტუალობის საკითხს.

სხვა საკითხია სასამართლო დავა. სასამართლოში ასეთ დავას სჭირდება რესურსი. ხშირად ასეთი დავა წლები გრძელდება. გვქონია შემთხვევა, როცა დავა 4 წელი გაგრძელდა და ამის შემდეგ დაავალდებულა სასამართლომ ორგანიზაცია, რომ გაეცა ინფორმაცია, მაგრამ მას უკვე არანაირი ღირებულება აღარ ჰქონდა”, _ ამბობს ჩიხლაძე და აღნიშნავს იმასაც, რომ “გასაჩივრების შემთხვევაში, არ არსებობს გარანტია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ადეკვატური იქნება და რომც იყოს, გამჭვირვალობას, საჯაროობას  ზიანი უკვე მიყენებული აქვს  და სასამართლო ვეღარ ახერხებს ამის გამოსწორებას”.

რუსუდან ოქრუაშვილი,
ლისა კოროშინაძე

გიგი ჩიხლაძესაჯარო ინფორმაცია
გაზიარება7Tweet4Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

20:37; 13 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

შეკვეთილის პლაჟზე ახალგაზრდა ქალი დაშავდა — ადგილზე სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟები არიან მობილიზებული

18:58; 13 სექტემბერი, 2026
მთავარი

ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

14:21; 13 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

08:50; 13 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:03; 12 სექტემბერი, 2026

გახდომა სიცილით

ვინ უფრო შურიანია

ყველა სიახლე

მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

4:46; 14.09.2026
საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

20:37; 13.09.2026
საზოგადოება

შეკვეთილის პლაჟზე ახალგაზრდა ქალი დაშავდა — ადგილზე სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟები არიან მობილიზებული

18:58; 13.09.2026
მსოფლიო

ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

18:13; 13.09.2026
სამართალი

ავარია რუსთავში: ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

17:34; 13.09.2026
ფეისბუქსტატუსები

სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

16:28; 13.09.2026
მთავარი

ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

14:21; 13.09.2026
ფეისბუქსტატუსები

ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

13:21; 13.09.2026
პოლიტიკა

მარატ კამბოლოვი: სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან სატრანზიტო გზისთვის მზად არ არის

12:24; 13.09.2026
პოლიტიკა

პროფესიული განათლების კრედიტები უმაღლეს სასწავლებლებში ჩაითვლება – მთავრობა ახალ საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს

11:45; 13.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია სამი მოქალაქე

11:25; 13.09.2026
სამართალი

საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

11:02; 13.09.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

10:57; 13.09.2026
პოლიტიკა

ჯანდაცვის სამინისტრო: საქართველო B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით ოქროს დონის საერთაშორისო აღიარებისთვის ემზადება

10:46; 13.09.2026
სამართალი

მრავალსართულიანი კორპუსის აივნის მოაჯირი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

10:13; 13.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

16:28; 13.09.2026
0

ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

13:21; 13.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო