ბაკურიანში მომხდარი უბედური შემთხვევისას ტრაგიკულად დაღუპულ 36 წლის გიორგი ტუხაშვილს მეგობრები ემშვიდობებიან. წარმატებული სტარტაპერი დედასთან, მეუღლესა და 4 მცირეწლოვან შვილთან ერთად სამთო კურორტზე ისვენებდა, რა დროსაც ტრაგედია მოხდა.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, ახალგაზრდა კაცი დედას ჩააკვდა ხელებში.
„დავინახე „კრისტალთან“, გულის მასაჟებს უკეთებდნენ ექიმები… ისეთი მძიმე სურათი იყო…“
„ჩემი კლასელი იყო და ის პირველი კლასიდან წესიერებით, სიბეჯითით და სიკეთით გამოირჩეოდა! დღეს მთელი დღეა ამაზე ვფიქრობ და კიდევ ვერ ვიჯერებ ამ ამბავს. ღმერთმა აცხონოს მისი სული. იშვიათი ადამიანი!“
„მინდა გულისტკივილი გამოვხატო ამ არაჩვეულებრივი ადამიანის დაკარგვაზე, რომლის შესაძლებლობებს საზღვარი არ ჰქონდა და უდიდესი მოტივაციით და პოზიტივით უმკლავდებოდა ყველა დაბრკოლებას. ბედნიერი ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა გამეცნო და მასთან მემუშავა, მადლობა მინდა გადავუხადო იმ გამოცდილებისთვის, რაც მასთან ურთიერთობით მივიღე. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და სრულიად საქართველოს, ვთვლი, რომ მთელ ქვეყანას დააკლდება. ნათელში იყოს შენი სული, ტუხა“
შემთხვევის შედეგად დაშავდა 14 წლის მოზარდი კლინიკაში იმყოფება, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.