euronews– ის ინფორმაციით, ესპანეთში ჰაერის ტემპერატურამ +30 გრადუსს გადააჭარბა, მაშინ როცა იანვრის საშუალო მაქსიმალური ტემპერატურა ჩვეულებრივ ესპანეთში 10,6 გრადუსია.
ესპანეთის გარდა, ჰაერის უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება პორტუგალიაში და საფრანგეთში.
სინოპტიკოსების თქმით, ტემპერატურის საშუალო მაჩვენებლის ზრდა მინისითბურმა ტალღამ გამოიწვია.
გარდა ამისა, ძლიერი სიცხეებია ავსტრალიაშიც, სადაც 2019-2020 წლებში ტყის დიდი ნაწილი დაიწვა. იქ ჰაერის ტემპერატურა +50 გრადუსს უახლოვდება და არის შანსი, რომ კიდევ უფრო მეტად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდეს.
აშშ-ს ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის (NOAA) მეცნიერებმა გასულ კვირას განაცხადეს, რომ 2024 წელი შესაძლოა 2023 წელზე უფრო ცხელი იყოს.