“ესაა ხო “კლოუნი”?! პლანეტის წონა პასუხისმგებლობა აიკიდა ზურგზე ამ პატარა კაცმა და დღემდე ღირსეულად ათრევს ამ ზეადამიანურ ტვირთს …
პ.ს. ისე, კლოუნის პროფესია მეტად კეთილშობილურია … ყველა არტისტი კლოუნია თავისებურად , ჩარლი ჩაპლინიც კლოუნი იყო, გენიალური ბიოლის საუკეთესო პერსონაჟიც… მეფეების საუკეთესო მრჩევლებიც კლოუნები იყვნენ სხვათაშორის …
… მაგრამ, აბა რა იციან ეს დივანში ჩარგულმა ფაჩუჩებიანმა კაცებმა და ქათმისტვინა დიაცებმა”, _ წერს სოციალურ ქსელში ფეისბუქმომხმარებელი მაია მდინარაძე და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ომამდე და ომის შემდეგ გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.