ჰოლივუდის პოპულარული ვარსკვლავი – რობერტ დე ნირო იმ მსახიობების რეიტინგს ლიდერობს, რომლის გმირები ფილმებში ყველაზე ხშირად კვდებოდნენ.
დე ნირო მთელი თავისი მრავალწლიანი სამსახიობო კარიერის მანძილზე, 15 ფილმში “მოკვდა“ და მეტწილად ეს სიკვდილი ძალადობრივი გზით ხდებოდა.
კინომოყვარულთა აზრით, ყველაზე შთამბეჭდავად დე ნირო ფილმებში “ჯეკი ბრაუნი“ და “ფრანკენშტეინი“ მიიცვალა.
მეორე ადგილზეა ასევე პოპულარული მსახიობი ბრიუს უილისი, რომელიც 11-ჯერ მოკლეს და ორჯერ ეს ძალადობრივი აქტი მისმა ექს-მეუღლემ დემი მურმა განახორციელა.
მესამე ადგილზეა ჯონი დეპი, რომელიც მოუსავლეთში 10-ჯერ გაგზავნეს. მათ შორის თავის სადებიუტო ნამუშევარშიც.
ავტორი