რამდენიმე დღის წინ ბრიტანულმა გამოცემამ Telegraph ერთი საინტერესო ინფორმაცია გამოაქვეყნა.
აღმოჩნდა, რომ ცოტა ხნის წინ “The Beatles”-ის წევრის, სერ პოლ მაკარტნის პირადი მობილური ტელეფონი მავანი და მავანის მიერ ისმინებოდა.
ეს ცნობა მუსიკოსის ერთ-ერთმა ახლობელმა გაავრცელა. ამ ფაქტის შესახებ კომენტარი თავად მაკარტნიმაც გააკეთა.
“პოლიციას უკვე მივმართე და საქმის კურსში ჩავაყენე. შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ ჩემი პირადი მობილური ტელეფონი უცნობი პირების მიერ ისმინებოდა. უფრო მეტიც, ჩემი საუბრები იწერებოდა.
ამ მიზეზის გამო ვცდილობდი ტელეფონით ნაკლები მესაუბრა. როდესაც ლაპარაკს ვასრულებდი, ამ უცნობი პიროვნებების ნამუსზე აგდებას ვცდილობდი და შემდეგი სიტყვებით მივმართავდი: “გეყოფათ სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა. ბოლოს და ბოლოს თავი დამანებეთ”. საპასუხოდ გაურკვეველი ხმები მესმოდა.
პოლიციაში შემპირდნენ რომ ამ საქმეს გამოიძიებენ და დამნაშავეებს იპოვიან. ნამდვილად ვერ გეტყვით რომელი ბრიტანული გამოცემების თანამშრომლები მითვალთვალებდნენ. ფაქტია რომ მოგვიანებით ჩემი პირადი ცხოვრების გარკვეული დეტალები მასმედიის საშუალებებში ხვდებოდა,” – განაცხადა პოლ მაკარტნიმ.
ავტორი