ამერიკის შეერთებულ შტატებში, ორეგონის შტატში შავი ჭირი დადასტურდა.
ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჯანდაცვის უწყებაში ამბობენ, რომ ადამიანი სავარაუდოდ დაინფიცირდა შინაური კატისგან.
გავრცელებული ინფორმაციით, ადამიანს სიმპტომები დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოუვლინდა და ახლა მას მკურნალობენ.
რაც შეეხება სოფელს, სადაც ინფიცირებული ადამიანი ცხოვრობს, შტატის უდიდესი ქალაქიდან 200 მილით არის დაშორებული. სოფლის მოსახლეობას და ინფიცირებული პირის ახლო კონტაქტებს კი დაავადების თავიდან ასაცილებლად საჭირო მედიკამენტები მიეწოდათ.
როგორც ცნობილია, შავი ჭირი ვრცელდება ჰაერით და დაბინძურებული საკვებით. დაავადების სიმპტომები ჩვეულებრივ ადამიანებში იწყება “ინფიცირებულ ცხოველთან ან რწყილთან კონტაქტიდან ორიდან რვა დღის შემდეგ.
სიმპტომები მოიცავს ცხელების უეცარ დაწყებას, სისუსტეს, შემცივნებას, კუნთების ტკივილს და შესამჩნევად გადიდებულ ლიმფურ კვანძებს.