ციხეში გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის თანაგუნდელები რუსეთს პოლიტიკოსის ცხედრის გადამალვაში ადანაშაულებენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ალექსეი ნავალნის დედამ ვერ შეძლო გარდაცვალების შემდეგ შვილის ცხედრის ნახვა. მას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უთხრეს, რომ შვილის ცხედარს მას შემდეგ გადასცემენ რაც სიკვდილის შემდგომი ექსპერტიზა დასრულდება.
ნავალნის გუნდს მიაჩნია, რომ ანტიკორუფციული კამპანიის მონაწილე პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ბრძანებით მოკლეს.