რუსეთის დაშლას ექნება ბევრად უფრო საშინელი შედეგები, ვიდრე შეიძლება იყოს ჩვეულებრივი, თუნდაც ყველაზე გაჭიანურებული ომის შედეგები”,_ ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევმა ტელეგრამზე დაწერა.
“რუსეთის 1991 წლის საზღვრებთან დაბრუნების მცდელობა მხოლოდ ერთს გამოიწვევს. დასავლეთის ქვეყნებთან გლობალური ომისკენ ჩვენი სახელმწიფოს მთელი სტრატეგიული არსენალის გამოყენებას, კიევში, ბერლინში, ლონდონში, ვაშინგტონში და ყველა სხვა ლამაზ ისტორიულ ადგილას, რომლებიც დიდი ხანია შედის ჩვენი ბირთვული ტრიადის ფრენის სამიზნეებში.
გვექნება თუ არა ამის გამბედაობა, თუ საფრთხის წინაშე დადგება ათასწლოვანი ქვეყნის ბედი, ჩვენი დიდი სამშობლოს და რუსი ხალხის მიერ საუკუნეების მანძილზე გაღებული მსხვერპლი ამაო იქნება?
პასუხი აშკარაა”,_ წერს მედვედევი და აღნიშნავს, “დროა დააბრუნონ ყველაფერი, ვიდრე ძალიან გვიანი არაა. ან ჩვენ თავად დავიბრუნებთ მტრისთვის მაქსიმალური დანაკარგებით ისე, როგორც ავდეევკა დავიბრუნეთ”.