გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გურიაში, კერძოდ კი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გეოლოგთა ჯგუფი იმყოფება.
სააგენტოს სპეციალისტების მიერ შეფასდება საცხოვრებელი და საკარმიდამო ნაკვეთები, ასევე, ინფრასტრუქტურული ობიექტები და შემდგომი დამცავი, საპრევენციო ღონისძიებების გასატარებლად გაიცემა შესაბამისი რეკომენდაციები.
ცნობისთვის, გეოლოგების ჯგუფს ითხოვდნენ სოფელ ქვაბღაში, სადაც ბოლოს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზიენბულია გზები და როგორც მოსახლეობა ამბობს, მიწაზე გაჩენილი ნაპრალები დღითიდღე მატულობს.
ქვაბღას გარდა, როგორც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, გეოლოგთა ჯგუფი სურებს და ჩხაკაურასაც ეწვევა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით კი, ჩოხატაურის გარდა, გეოლოგები იმყოფებიან ადიგენის, ხონის და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში.