ცოტა ხნის წინ ამერიკულმა ჟურნალმა “სტარმა”ჰოლივუდელი ანტიგმირების საპატიო სამეული დაასახელა.
ამ ნუსხის სათავეში მსახიობი კიანუ რივზი მოექცა. ბატონი კიანუ დიდი ფულის პატრონია. თითოეულ ფილმში მონაწილეობისათვის ოც მილიონ დოლარზე ნაკლებს არასოდეს უხდიან. ამის მიუხედავად, უცნაური ახირების გამო დღემდე უსახლკაროდ ცხოვრობს და ღამეს მეგობრებთან ან სასტუმროში ატარებს. ამერიკელ ჟურნალისტებთან საუბრისას ხშირად უთქვამს, რომ ასეთი ცხოვრება ძალიან მოსწონს და საკუთარი სახლის შეძენაზე ჯერ არ ფიქრობს.
მეორე საფეხურზე ავსტრალიელი რასელ ქროუ აღმოჩნდა. ვაჟკაცი “გლადიატორი” რეალურ ცხოვრებაში მძიმე ხასიათით არის განთქმული. მისი ყველა სტუმრობა ღამის კლუბებში სერიოზული ინციდენტით სრულდება. ავსტრალიური მასმედიის ცნობით, რასელ ქროუ ქალებთან ჩხუბითაც არის ცნობილი. ჟურნალისტებმა ისიც გაარკვიეს, რომ სტუდენტობისას ქროუ თანაკურსელ გოგონებს ფიზიკურად ეხებოდა და ამიტომ არაერთხელ გაილახა.
მესამე ადგილი კი ცნობილ მწერალსა და სცენარისტს სტივენ კინგს ერგო. მისტიური თრილერების ავტორი თავადაც არაერთხელ გამხდარა ამ ჟანრის გმირი. ერთხელ მწერალს მანქანით დაეჯახნენ. როდესაც საავადმყოფოში გონზე მოვიდა, დამნაშავე მძღოლი სასტიკად დაწყევლა. ამ ისტორიიდან რამდენიმე თვეში, დაწყევლილი მძღოლი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. კინგის თაყვანისმცემლები დარწმუნებულები არიან, რომ მას მისტერ სტივენის წყევლამ უწია.
ავტორი