ქუთაისში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია ქუთაისის საკრებულოს წევრი ქართული ოცნებიდან ზაქრო მამასახლისი.
მამასახლისი, რომელიც ცივი იარაღით დაჭრეს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა.
ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.