ოზურგეთში მინი ფეხბურთში „მეგობრობის თასს“ ჩაეყარა საფუძველი. ტურნირში თოთხმეტმა ბავშვთა ფეხბურთის გუნდმა მიიღო მონაწილეობა.
ამ ეტაპზე ტურნირში მონაწილეობა მიიღეს ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, წალენჯიხის და ბათუმის გუნდებმა.
ტურნირის ერთ-ერთი ორგანიზატორის გოჩა კრასოტკინის თქმით, მსგავსი ღონისძიებებით ბავშვები უფრო მეტად ახლოვდებიან ერთმანეთთან და მეგობრობენ.
„ამ ტურნირის დაარსების იდეა, კლუბ „მერცხალის“ დირექტორს ჯონი კალანდაძეს ეკუთვნის და დღეს 14-მა საფეხბურთომ სკოლამ მიიღო მონაწილეობა. ასევე აქტიურად იყვნენ „მერცხალის“ ფეხბურთელების მშობლები ტურნირის ჩატარების დროს და ყველას მადლობა მინდა გადავუხადო. ეს არის მეგობრული ტურნირი და გვინდა ტრადიციული სახე მიიღოს. დიდი სურვილია ყოველ თვეში ჩატარდეს და აქედან გამომდინარე, დღეს დავაწესეთ, რომ გამარჯვებულ გუნდებს გადავცეთ გარდამავალი თასი”, – გვითხრა გოჩა კრასოტკინმა.
ერთდღიანი ტურნირის დასასრულს მოხდა გამარჯვებული გუნდების დაჯილდოება. პირველი ადგილი 2015-2016-იანებში ,ოზურგეთის „მერცხალმა“ დაიკავა (მწვრთნელი: გოჩა კრასოტკინი და რამაზ ასკურავა); მეორე ადგილზე ლანჩხუთის „გაგური“ (მწვრთნელი ვასიკო ჭეიშვილი); გავიდა. მესამე, საპატიო ადგილი კი სოფელ ლიას სასპორტო სკოლის ფეხბურთელებს (მწვრთნელი ემზარ შონია) ერგო.
2013-2014-იანებში პირველი ადგილი დაიკავა ბათუმის სპორტ-სკოლამ „ქორები“ (მწვრთნელი ემზარ იმნაძე): მეორე ადგილი ოზურგეთის “მერცხალი” (რამაზ ასკურავა); მესამე ადგილი კი ლიას სასპორტო სკოლის ფეხბურთელებმა დაიკავეს (მწვრთნელი ემზარ შონია).
ავტორი