გამოცემა “თაიმერის” ინფორმაციით, მეუფე გიორგი ჯამდელიანი სამ თვეში შვილს ელოდება. გამოცემის ცნობითვე, მეუფე მარტის მეორე ნახევარში ეპარქიას დატოვებს და საცხოვრებლად საზღვარგარეთ გადავა. მეუფე გიორგი ჯამდელიანი მის ქორწინებასთან დაკავშირებით, “თაიმერის” მიერ, ექსკლუზიურად გავრცელებულ ინფორმაციაზე პირველ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ “პირველი ქვა იმან ესროლოს, ვინც მასზე უცოდველია”.
სკანდალი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიაში ამ დრომდე არ ამოწურულა. ჯერჯერობით ღიად რჩება საკითხი, განიხილავს თუ არა წმინდა სინოდი მეუფე გიორგისთვის მძიმე საეკლესიო სასჯელის დადებას. უკვე ერთი კვირაა, საქართველოს საპატრიარქო დუმს, რაც შეეხება თავად ეპისკოპოსს, საკვირაო ქადაგებისას მეუფე გიორგიმ ორაზროვნად ისაუბრა მის მიმართ არსებულ ბრალდებებზე და დაემუქრა ეკლესიიდან საბოლოო განკვეთით დეკანოზ ილია ჭიღლაძეს, რომელმაც მეუფე ქორწინებაში ამხილა.